ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის 10 სექტემბრის ანგარიშშია აღნიშნულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 29 აგვისტოს სამხრეთის მიმართულებით უკრაინა შეტევაზე გადავიდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2,5 ათას კმ-ზეა გადაჭიმული, აქედან 1,3 ათას კილომეტრზე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

დეტალები: მათი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ხაზები 70 კილომეტრის სიღრმით გაარღვიეს და 6 სექტემბრის შემდეგ, ბოლო 5 დღეში 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაიკავეს.

  • ISW-ის შეფასებით, უკრაინული ძალები ქალაქ იზიუმის დაკავებას მომავალ 48 საათში შეძლებენ, თუ უკვე არ გაუკეთებიათ.
  • "იზიუმის გათავისუფლება იქნება უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მიღწევა მარტში კიევის ბრძოლის მოგების შემდეგ".

ბოლო ცნობები: 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ გაათავისუფლა ქალაქი კუპიანსკი და მიიწევდა იზიუმისკენ.

  • არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები ამ დროისთვის ტოვებენ იზიუმს და იქ უკრაინული დროშა ბრუნდება;
  • ლუგანსკის რეგიონის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები უკვე იმყოფებიან ლისიჩანსკის გარეუბანში;
  • სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიანიშნებდა ლისიჩანსკის სწრაფი დეოკუპაციის შესახებ.