OC Media წერს, რომ მოქალაქეები პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან არიან შეკრებილები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 სექტემბერს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა მთიან ყარაბაღის ორ დასახლებას — კარმირ შუკასა და თაღავარდს.

  • აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებდა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ისვრიან, რასაც სომხეთის უარყოფდა;
  • საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის 3 ქალაქს ინტენსიურად ბომბავს.

დეტალები: დღეს მედიებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფაშინიანი მზად იყო აზერბაიჯანთან "შეთანხმებამდე" მისულიყო და ისეთი დოკუმენტისთვის მოეწერა ხელი, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებდა.

  • მოგვიანებით მან ეს ინფორმაცია Facebook-გვერდზე უარყო და თქვა, რომ არავითარი დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია და არც აპირებს;
  • მისი თქმით, როდესაც შეთანხმებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, იგულისხმა, რომ ის მზადაა "საყოველთაო გადაწყვეტისთვის".

შეტაკებები მხარეებს შორის დღესაც გაგრძელდა — ორივე ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებდა.

  • აზერბაიჯანი აცხადებდა, რომ მათ სომხეთის "ფართომასშტაბიან პროვოკაციებს" უპასუხეს;
  • სომხეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილის აზერბაიჯანულმა მხარემ თავდასხმები სხვადასხვა ტიპის არტილერიით განაახლა.

ფაშინიანმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დახმარებისთვის რუსეთს, CSTO-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

  • როგორც რუსული სახელისუფლებო გამოცემა RIA წერს, CSTO-ს პირველი ჯგუფი სომხეთში ხუთშაბათს გაფრინდება.