6 ცნობილი წიგნი, რომელიც მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოიცა
მწერალი ზოგჯერ ფიქრობს, როგორ მიიღებს მის ნამუშევარს მკითხველი. ვერ ვიტყვით, რომ ამაზე ხშირად დარდობენ, მაგრამ ალბათ არცთუ ბევრი მოიძებნება ისეთი ავტორი, რომელსაც თავში ერთხელ მაინც არ გაუვლია, როგორ წაიკითხავდა მის ტექსტს უცხო მკითხველის თვალი. თუმცა, ამ ამბავს ზოგიერთი არც კი მოსწრებია — მსოფლიოში აღიარებულმა არაერთმა ცნობილმა რომანმა მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ იხილა დღის სინათლე.
1. ანა ფრანკის დღიური
ანა ფრანკის დღიური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არამხატვრული ტექსტია. ის 70-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 30 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. და, მიუხედავად იმისა, რომ ანა სწორედ ამაზე, წარმატებულ სამწერლო კარიერაზე, ოცნებობდა, იგი თავისი დღიურის პოპულარობას არ მოსწრებია.
- ანა ფრანკი — დღიურის გოგოს ნამდვილი ამბავი
- "არ იცოდა, რომ კვდებოდა" — ამბავი ქალისა, რომელმაც მომაკვდავი ანა ფრანკი ნახა
როცა 2-წლიანი მალვის შემდეგ, ფრანკების ოჯახი ნაცისტებმა დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს, ანას დღიური მამის მეგობარმა და თანამშრომელმა იპოვა, ომის დასრულების შემდეგ კი ოჯახის ერთადერთ გადარჩენილ წევრს, ოტო ფრანკს გადასცა. ოტომ გადაწყვიტა, გარდაცვლილი შვილის ოცნება აესრულებინა და გამოეცა დღიური, რომელიც ნაცისტური რეჟიმის მიერ ებრაელების დევნას დაუფარავად ასახავდა. ის დღემდე რჩება მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის საშინელებების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მტკიცებულებად.
2. ჯეინ ოსტინის გონების ხმა
გონების ხმა ჯეინ ოსტინის ბოლო დასრულებული რომანია. ის ნორთენგერის სააბატოსთან ერთად გამოიცა მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. არადა, ნორთენგერის სააბატო, რომელიც ოსტინმა 1799 წელს დაასრულა, მწერლის პირველი ნამუშევარი იყო, რომლის დაბეჭდვასაც გამომცემელი დათანხმდა — ეს ჯერ კიდევ 1803 წელს მოხდა, ოსტინი კი 1817-ში გარდაიცვალა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვალებამდე მწერალი მუშაობდა წიგნზე, სახელად სანდიტონი. ოსტინმა მისი დამთავრება, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა, თუმცა, მომდევნო საუკუნეში ნაწარმოების დაუსრულებელი ვერსია მაინც გამოიცა, რომელიც, სხვათა შორის, ქართულადაც ითარგმნა.
3. მიხაილ ბულგაკოვის ოსტატი და მარგარიტა
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის პირველი ხელნაწერი ცეცხლმა ჩაყლაპა — პირდაპირი მნიშვნელობით. ოსტატი და მარგარიტა ბულგაკოვმა 1928 წელს დაიწყო, თუმცა, ორი წლის შემდეგ ტექსტი დაწვა, რადგან სტალინისეული ცენზურის პირობებში საბჭოეთში თავისი, როგორც მწერლის მომავალს, ვერ ხედავდა. ამის მიუხედავად, 1931 წელს იგი წერას ხელმეორედ შეუდგა და 1940 წელს გარდაცვალებამდე რომანის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია შექმნა.
საბოლოოდ, წიგნმა დღის სინათლე ლამის ორი ათწლეულის შემდეგ იხილა. თავდაპირველად, ის დაცენზურებული სახით ქვეყნდებოდა ლიტერატურულ ჟურნალში, მალევე კი ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა და საფრანგეთში გამოიცა. წლების განმავლობაში ოსტატი და მარგარიტა კიდევ არაერთხელ დაიბეჭდა, თუმცა, ავტორისეული, დაუცენზურებელი ვერსია მკითხველმა მხოლოდ 1973 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან 33 წლის შემდეგ წაიკითხა.
4. სილვია პლათის არიელი
გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი პოეტი ქალი 1963 წელს, სუიციდის შედეგად გარდაიცვალა. ხანმოკლე სიცოცხლის, 30 წლის, განმავლობაში, პლათმა ლექსების ერთადერთი კრებული და რომანი ზარხუფი გამოსცა. თუმცა, სილვიას უამრავი გამოუქვეყნებელი ლექსი თუ სხვა ნაწერი დარჩა.
- ვიცდი და მტკივა — სიტყვებსა და ფოტოებში ასახული სილვია პლათის ტრაგიკული ცხოვრება
- სილვია პლათი: როგორ განსაზღვრა პოეტის სიკვდილმა მისი შემოქმედება
მკითხველისთვის უცნობი ლექსების შეკრება და გამოცემა პლათის ყოფილმა ქმარმა, ტედ ჰიუზმა, ითავა. კრებული არიელი, რომელმაც პოეტის სულიერი წუხილის შესახებ დაწერილ ყველაზე ცნობილ ლექსებს მოუყარა თავი, სილვიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, 1965-ში, გამოიცა. 2004 წელს გამოქვეყნდა მისი ახალი და შევსებული გამოცემა, რომელსაც თან დაერთო ჰიუზისა და პლათის შვილის, ფრიდა ჰიუზის, წინასიტყვაობაც.
5. სტიგ ლარსონის მილენიუმის საგა
შვედი ჟურნალისტი სტიგ ლარსონი გეგმავდა, რომ 10 წიგნისგან შემდგარი დეტექტიური სერია დაეწერა. ავტორმა მოიცადა, სანამ ორ წიგნს დაასრულებდა — მესამე მაშინ ნაწილობრივ ჰქონდა დაწერილი — და ტექსტი გამომცემლებს გაუგზავნა. სამწუხაროდ, იგი არათუ სერიის წარმატებას, მის გამოქვეყნებასაც არ მოსწრებია — მწერალი გულის შეტევისგან 2004 წელს გარდაიცვალა.
საგის პირველი წიგნი, ქალთმოძულე კაცები (მსოფლიოსთვის ცნობილი, როგორც გოგონა დრაკონის ტატუთი) ლარსონის სიკვდილიდან მალევე გამოიცა შვედურად, სამი წლის შემდეგ კი ინგლისურადაც ითარგმნა და ნამდვილ მსოფლიო ფენომენად იქცა. სერია 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა, ამბის მიხედვით კი რამდენიმე ფილმიც გადაიღეს.
წლების შემდეგ, მილენიუმის საგა ჟურნალისტმა დავიდ ლაგერკრანცმა განაგრძო. მან სერიის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ნაწილები დაწერა. 2021 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ საგას კიდევ სამ წიგნს შვედი მწერალი, კარინ სმირნოფი, შემატებს.
6. ფრანც კაფკას პროცესი
სწავლის დასრულების შემდეგ, ფრანც კაფკა სადაზღვევო აგენტად მუშაობდა, სანამ ტუბერკულოზით დაავადდებოდა და სამსახურის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. გამოთავისუფლებულ დროს იგი ბევრს წერდა და სიცოცხლის განმავლობაში არაერთი მოთხრობაც გამოაქვეყნა, მათ შორის — ყველაზე ცნობილი მეტამორფოზა.
თუმცა, კაფკა თავისი არცერთი რომანის გამოქვეყნებას არ მოსწრებია. მეტიც — გარდაცვალებამდე მან თავის მეგობარს, მაქს ბროდს, დაუბარა, რომ ყველა ნაწერი გაენადგურებინა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბროდს დიდი გერმანულენოვანი მწერლის ანდერძი არ აღუსრულებია და ერთიმეორის მიყოლებით გამოიცა კაფკას სამი, დღეს უკვე კლასიკად ქცეული რომანი: პროცესი, ციხესიმაგრე და ამერიკა.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები