"ოცნების" დეპუტატი ვერ ხვდება, ვის და რა პასუხისმგებლობა უნდა მოეთხოვოს შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ქართული ოცნების დეპუტატმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტს ამ კითხვის დასმის გამო უსაყვედურა და უთხრა: "ამას მეკითხები სერიოზულად?".
დეტალები: მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძემ გუშინ ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის პრეზენტაცია გამართა, ამილახვარი ამტკიცებს, რომ იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.
- მას პასუხისმგებლობა გადააქვს მოზარდების მეთვალყურეებზე და ამბობს, რომ "არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, შეიძლება, მსგავსი ტექნიკური შეფერხებები იყოს";
- "ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად? რომ ბურთი ჩაუვარდა ბავშვს...".
რა მოხდა: დღეს, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში ორი ბავშვი შადრევანში ჩავიდა და დენმა დაარტყა, ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა.
- მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
- თბილისის მერმა თავდაპირველად აღნიშნა, რომ პასუხი მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, ვინც მუშაობდა რეაბილიტაციისას.
- შემდეგ ის კლინიკაში მივიდა და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარი უმძიმესი ფაქტია და "ყველა დაისჯება შესაბამისად".
- კითხვაზე, ხედავს თუა რა თბილისის მერიის პასუხისმგებლობის საკითხს, მან ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა. უდიდესი, უმძიმესი თემა არის, თავზარდაცემულები ვართ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და რა თქმა უნდა, ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები