პუტინმა "ანექსირებულ" რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ფოტო: Sputnik/Mikhail Metzel/Pool via REUTERS
გადაწყვეტილება პუტინმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა.
დეტალები: უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 20 ოქტომბრის 00:00 საათიდან შედის ძალაში.
- პუტინმა აღნიშნა, რომ ამ რეგიონებში რუსეთთან "მიერთებამდე" უკვე არსებობდა საომარი მდგომარეობა და ახლა მნიშნველოვანია ეს რუსეთის კანონმდებლობის ფარგლებში გაფორმდეს.
- გარდა ამისა, მან გაუზარდა უფლებამოსილება ოთხივე რეგიონის მარიონეტ ხელმძღვანელს.
- ბრძანება ითვალისწინებს უსაფრთხოების რისკებზე რეაგირების რამდენიმე დონეს, რომლის არჩევასაც ე.წ. ხელმძღვანელები სიტუაციიდან გამომდინარე შეძლებენ.
- განკარგულება რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა, ხერსონსა და დონეცკის ანექსია გამოაცხადა.
- პუტინმა იკადრა და ამ ცერემონიიდანაც მოუწოდა უკრაინას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან;
- უკრაინამ კი თქვა, რომ პუტინი ცდილობს ტერიტორიების ხელში ჩაგდებას, რომელსაც ადგილზე ფიზიკურად არც კი აკონტროლებს.
- საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო რუსეთის ქმედება და ე.წ რეფერენდუმები არ აღიარა;
- უკრაინის პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევი აქტები ბათილად ცნო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად თქვა უარი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე — მან ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან დიალოგს გამორიცხავს.
- განკარგულება ამტკიცებს NATO-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ უკრაინის განაცხადსაც;
- ასევე, პუნქტს, რომლის თანახმადაც, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების ისეთი სისტემა უნდა მოამზადოს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიება გარდაუვალად უზრუნველყოს, გაზარდოს სამხედრო და ტექნიკური დახმარება უკრაინისთვის, რათა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდეს;
- ამასთან, დოკუმენტში რეკომენდაციაა, რომ უკრაინის რადამ იმ კანონპროექტების მიღება დააჩქაროს, რომელიც შესაბამის სანქციებსა და რუსეთის ესკალაციის საპასუხო ქმედებებს ეხება.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები