ინფორმაციას BBC და The Guardian სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გამოსვლები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვას მოჰყვა.

  • ის ე.წ. მორალის პოლიციამ "ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის" 13 სექტემბერს დააპატიმრა — თვითმხილველების თქმით, პოლიციელები მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი ქალი გარდაიცვალა.
  • მასობრივ აქციებში დიდი როლი აქვთ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც იხდიან ჰიჯაბს, ყვირიან ანტისამთავრობო ლოზუნგებს და სკოლაში ჰომენის პორტრეტის წინ საპროტესტო ფოტოებს იღებენ.
  • ხელისუფლებამ ამას სკოლებზე რეიდების სერიით უპასუხა — ძალით შევიდნენ საკლასო ოთახებში, ძალადობრივად დააკავეს მოსწავლეები და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.
  • ირანის მასწავლებელთა კავშირმა დაგმო "სასტიკი და არაადამიანური" რეიდები და განათლების მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

დეტალები: უსაფრთხოების ძალებმა არდაბილის გოგოების სკოლაც დაარბიეს. მათ მოსთხოვეს მოსწავლეებს, ემღერათ ჰიმნი, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ადიდებს.

  • უარი შემდეგ კი სცემეს — რამდენიმე გოგო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები დააკავეს.
  • გავრცელებული ინფორმაციით, პანაჰი სკოლაში მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა ირანის ოფიციალური პირები უარყოფენ.
  • მას შემდეგ, რაც ამ ფაქტმა ქვეყნის მასშტაბით აღშფოთება გამოიწვია, სახელმწიფო ტელეარხებზე გამოჩნდა კაცი, რომელიც ამბობდა, რომ მისი ბიძაა და ამტკიცებდა, თითქოს პანაჰი გულის თანდაყოლილი დაავადების გამო გარდაიცვალა.
  • თუმცა მაჰსას შემდეგ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უსაფრთხოების ძალებს არასრულწლოვანი გოგოების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

აქციები ქვეყნის მასშტაბით იმართება. მათ წინააღმდეგ რეჟიმი საპოლიციო ძალებსა და სამხედროებს იყენებენ.

  • დემონსტრანტები წვავენ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ქანდაკებებსა და ფოტოებს და სკანდირებდნენ ლოზუნგებს მთავრობის წინააღმდეგ.
  • სოლიდარობის გამოსახატად ქალები იჭრიან თმას და წვავენ ჰიჯაბს.
  • პარალელურად, მთავრობა კონტრაქციებს მართავს, სადაც მათი მხარდამჭერები პროტესტის მონაწილეებს აკრიტიკებენ.
  • ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის ბოლო ანგარიშის თანახმად, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, საპროტესტო აქციების შედეგად დაიღუპა 215 ადამიანი, მათ შორის 27 ბავშვი.