ირანის ელჩი გაეროში უარყოფს, რომ თეირანი რუსეთს დრონებს აწვდის
ირანის ელჩმა გაეროში ამირ საეიდ ირავანმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები აწარმოებენ "დეზინფორმაციულ კამპანიას ირანის წინააღმდეგ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთი უკრაინულ დასახლებებს ირანული კამიკაძე დრონებით ბომბავს. ამის დამადასტურებელი არაერთი ფოტო-ვიდეო კადრი გავრცელდა.
- უკრაინის ომში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენება ზაფხულის შემდეგ გაიზარდა, როდესაც მოსკოვმა შაჰიდ-136 თვითმფრინავი ირანიდან შეიძინა (ამას ადასტურებს უკრაინა და აშშ).
- უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა აცხადებს, რომ 36 დღეში 223 ე.წ. კამიკაძე დრონი გაანადგურეს.
დეტალები: ამირ საეიდ ირავანმა თქვა, რომ თეირანი არ დაარღვევს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას რუსეთში თვითმფრინავების გაგზავნით.
- ირანული დრონების გამოყენებას უარყოფს რუსეთიც. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული ყველა უპილოტო თვითმფრინავი რუსულია და არა ირანული.
უკრაინა: საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებმ ზელენსკის ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა შესთავაზა.
- "მე არ ვენდობი ირანის ხელმძღვანელობას", — თქვა ზელენსკიმ.
აშშ: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ ეთანხმება საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეფასებას, რომ დრონები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას არღვევს.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს მტკიცებულება, რომ რუსეთი იყენებს ირანულ თვითმფრინავებს უკრაინაზე თავდასხმისთვის.
- აშშ ასევე გამოთქვამს მზადყოფნას, ირანს რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესოს.
ევროკავშირი: Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები უკრაინაში რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების გამო ირანელ გენერლებსა და კომპანიებზე ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდებიან.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები