ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილი ალიევის ვიზიტზე ინფორმირებული არ იყო

ფოტო: PETRAS MALUKAS/AFP/GETTY IMAGES
სალომე ზურაბიშვილი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტს საქართველოში და გამოხატავს მზაობასა და სურვილს, უახლოეს მომავალში, ოფიციალური ვიზიტით უმასპინძლოს მას.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება.
- "საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
დეტალები: აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში დღეს, სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა.
- პრემიერთან შეხვედრაზე მან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრა.
- ალიევმა და ღარიბაშვილმა რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევებიც განიხილეს.
On.ge ცდილობს მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები