კენიამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტი შეაჩერა — ხეები დენდროლოგიურ პარკში გადმოჰქონდათ
შესაბამისი გადაწყვეტილება კენიის გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის სამინისტრომ ეკოსისტემისთვის ზიანის არიდების მოტივით ახსნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართულმა კომპანიამ 8 გიგანტური ხე ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძინა.
- საექსპორტოდ განკუთვნილი ბაობაბები უცხოურ კერძო კომპანიას უნდა ამოეძირკვა; სათანადო ნებართვა მან 28 ოქტომბერს ითხოვა.
- BBC-ის ინფორმაციით, ხეები საქართველოში, ერთ-ერთ ბოტანიკურ ბაღში უნდა გადმოეტანათ.
- კენიური მედიის ცნობით კი, ბაობაბების გადმორგვა იგეგმებოდა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით გაშენდა.
- გადაწყვეტილებას გარემოს დამცველების მწვავე პროტესტი მოჰყვა — მათი თქმით, ქართველ და უცხოელ კონტრაქტორთა ჯგუფს ლიცენზიები არალეგალურად ჰქონდათ მოპოვებული.
- აფრიკული ბაობაბების ალიანსის თავმჯდომარემ მომხდარი "ბიომეკობრეობადაც" შეაფასა.
დეტალები: გარემოს დაცვისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, სოიპან ტუიამ განაცხადა, რომ მთავრობამ საზოგადოებისა და მწვანე ჯგუფების პროტესტის შემდეგ კალიფის საგრაფოდან ბაობაბების ექსპორტი შეწყვიტა.
- მისი თქმით, გადაწყვეტილება კერძო კომპანიისგან არალეგალურად იყო მიღებული, რაც ადგილობრივი ფერმერებისა და მესაქონლეების სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნიდა.
- "ბაობაბის ხეები უნიკალური სახეობაა, ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილია და დაცულია კენიის კონსტიტუციით. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ბიომრავალფეროვნება და გენეტიკური რესურსები", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
- ტუიას თქმით, ბაობაბებს ექსპორტზე აღარ გაიტანენ, სანამ მხარეებს შორის ხელშეკრულებების დადების წესი სათანადოდ არ დარეგულირდება.
ვინ ყიდულობდა ბაობაბებს საქართველოდან: ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც საქართველოში ბაობაბების ექსპორტის პროცესს ხელმძღვანელობდა, გიორგი გვასალიაა.
- მისმა კომპანიამ ბაობაბის ხეებში 800-დან 2400 დოლარამდე გადაიხადა.
- გამოცემის ცნობით, გვასალიამ ბაობაბის ხეების მოძიება 2019 წლის ბოლოდან დაიწყო და "იდეალური" ბაობაბების საპოვნელად დრონებსაც იყენებდა.
- "ისინი ხეებს ჩემ გარეშეც ხოცავდნენ, რადგან სიმინდის დათესვა სურთ. ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, თუ გადავარჩენთ ხეს, რომელსაც ვერ გამოიყენებენ შეშისა და ნახშირისთვის. მე აქ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ტრაგედია ხეების ტყუილად დახოცვაა", — ამბობს გვასალია Guardian-თან საუბარში.
გვასალია გვხვდება კენიის ტელევიზიის ვიდეოსიუჟეტშიც, სადაც ყვება, რომ საქართველოში არის პარკი, სადაც სამი კონტინენტიდან ჩამოტანილი ხეები მათთვის სათანადო კლიმატურ პირობებში შესანიშნავად ხარობენ.
კონტექსტი: შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი 2020 წლის 15 ივლისს გაიხსნა, თუმცა პოპულარობა გაცილებით ადრე, გახსნამდე "მოიპოვა", რადგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გიგანტური ხეები აქ არა მხოლოდ ხმელეთით, არამედ ზღვითაც გადაჰქონდათ.
- მათ შორის ყველაზე ხმაურიანი შავ ზღვაში მოცურავე 40 მეტრის სიმაღლის, ასწლოვანი ტიტას გადარგვა იყო.
- მის გადასატანად ბობოყვათის სანაპიროზე გაკეთდა სპეციალური გზა და მისადგომი, რომლითაც სატვირთომ ხე პლატფორმაზე განათავსა.
- ხეების გადატანას აქტივისტები და ადგილობრივების ნაწილი აპროტესტებდნენ.
- ხშირად გიგანტური ხეების გადატანისას იხერგებოდა გზა, ზიანდებოდა ელექტრო სადენები და იჩეხებოდა სხვა ხეები, თუმცა მათი გადარგვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეწყვეტილა.
- თავად ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ გადარგვისას გიგანტური ხეები გადაარჩინა, რადგან მათი ნაწილი გადაშენების პირას იყო. მანვე აღიარა, რომ ასიათასობით ხე აქვს გადარგული.
- ქართული ოცნებაში დღემდე ამბობენ, რომ "ივანიშვილს ბუნების სიყვარულს ვერ პატიობენ".
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები