ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

დეტალები: "სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ! დღესაც გონება დაკარგა!" — წერს ხაჭაპურიძე.

  • On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის პენიტენციურთან ცდილობს დაკავშირებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო კვირებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.

სასამართლოზე უცხოელი ექსპერტები გამოიკითხნენ. ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგ ემანუელ ლახანის განცხადებით, სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.