ოფიციალურად: გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტანკებს გაუგზავნის
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ადგილობრივი და საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანი ყოყმანის და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება გამოაცხადეს.
რა ხდება: უკრაინა უკვე დიდი ხანია ითხოვს თანამედროვე შეიარაღებას ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. მათ შორისაა, გერმანული წარმოების Leopard-2-ის ტანკები.
- რამშტეინის ბაზაზე მოკავშირეები ვერ შეთანხმდნენ კიევისთვის ამ ტანკების მიწოდებაზე.
- წყაროების მიხედვით, მთავარ დაბრკოლებად გერმანიის კანცლერის პოზიცია იქცა, რომელიც სიფრთხილეს იჩენდა.
- პოლონეთმა და ფინეთმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ თავიანთი ლეოპარდები მიეცათ უკრაინისთვის, მაგრამ ამისთვის მწარმოებელი ქვეყნის თანხმობა იყო საჭირო — ბერლინს აქვს ვეტოს უფლება მისი ტანკების ექსპორტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა არ ჩაერეოდა პოლონეთიდან ტანკების მიწოდების საკითხში.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლეოპარდის ტანკები ყველაზე შესაფერისია უკრაინისთვის.
- ის დასავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად ითვლება , იწონის 60 ტონაზე მეტს (60000 კილოგრამს), აქვს 120 მმ გლუვლულიანი იარაღი და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 5 კილომეტრამდე მანძილზე.
- მაგრამ არსებობდა შიშიც, რომ უკრაინისთვის ამ ტანკების მიწოდება რუსეთთან ურთიერთობას კიდევ უფრო გააუარესებდა და კონფლიქტის არეალის გაფართოებას გამოიწვევდა.
- ბოლო რამდენიმე დღე ყველა გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილების მოლოდინში იყო.
დეტალები: დღეს, 25 იანვარს მთავრობის სპიკერმა, შტეფენ ჰებესტრეიტმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე უკრაინას 14 Leopard 2A6 მიაწვდიან.
- Spiegel-ის ცნობით, გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღეს და გადამწყვეტი მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემას გეგმავს.
- "გადაწყვეტილება მიჰყვება ჩვენს ცნობილ ხაზს, რომ უკრაინას მაქსიმალურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვმოქმედებთ საერთაშორისო დონეზე მჭიდროდ კოორდინირებულად", — ნათქვამია კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებაში.
- გარდა ამისა, გერმანიის ფედერალური მთავრობა პარტნიორ ქვეყნებს მისცემს უფლებას, მიაწოდონ საკუთარი ლეოპარდები უკრაინას.
- როგორც AP-ის წერს, მიზანია გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას სულ ორი ბატალიონი ანუ 88 ტანკი მიაწოდონ.
- CNN კი აღნიშნავს, რომ გერმანიაში მალევე დაიწყება უკრაინელი სამხედროების მომზადება — პაკეტი ასევე შეიცავს ლოჯისტიკასა და საბრძოლო მასალებს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები