ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პუტინის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო რეისების განხორციელება ეკრძალებათ.

  • 18 იანვარს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა.
  • 19 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ეს მისასალმებელი იქნება.
  • ასევე, ფრენების აღდგენაში "ცუდი ვერაფერი დაინახა" კახა კალაძემაც.

დეტალები: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენ პერებიინისი უკრაინაში საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

  • როგორც უკრაინული მხარე წერს, მათ შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას.
  • და რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
  • მათი განმარტებით, ევგენ პერებინისმა დააყენა საკითხი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ და სთხოვა ქართულ მხარეს, განიხილოს მისი უკრაინაში ან მესამე ქვეყნებში სამკურნალოდ გადაყვანის შესაძლებლობა.