კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია პრეზიდენტის სასახლეში ნახატების წამოსაღებად შევიდა

ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სალომე ზურაბიშვილმა კულტურის სამინისტროს მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გამოხატა, რაც მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიმართ ქურდობის მუხლით შსს-მ საქმე აღძრა.
- გუშინ, 12 თებერვალს, ხელოვანის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, რომელსაც ათობით პოლიციელი იცავდა.
- სალომე ზურაბიშვილი მალევე გამოეხმაურა განცხადებით მომხდარს და თქვა, რომ 20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერეის უკანა ეზოში, ცოტა არ იყოს, სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს არცხვენს.
- "მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს?", — თქვა ზურაბიშვილმა.
დეტალები: რუსთავი 2-ის ცნობით, 5 ნახატზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით იყო განთავსებული, ხელოვნების სასახლემ ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა, რის შემდეგაც ნამუშევრები უკან უნდა დაბრუნებულიყო.
- ტელეკომპანიის თქმით, ხელშეკრულების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო, თუმცა ნახატები პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უწყებას დადგენილ ვადაში არ დაუბრუნა.
- მათივე ცნობით, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სასახლეში რამდენიმე დღის წინაც იყვნენ მისულები, თუმცა ნახატების წამოღება ვერ შეძლეს.
- როგორც სპეციალისტები ტელევიზიასთან საუბრისას განმარტავენ, ერთ-ერთ ნახატს მცირე დაზიანება აქვს, თუმცა მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება.
რას ამბობენ პრეზიდენტის სასახლეში: პრეზიდენტის მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში დაზიანებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნამუშევრებმა სასახლეში მოსვლამდე დიდი გზა გაიარა, ისინი ჯერ ამერიკაში იყო, შემდეგ პარიზში და ბოლო ჩამოვიდა საქართველოში.
- კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ნამუშევრები გამოფენილი იყო ორ სხვადასხვა სივრცეში, ამიტომ დაზიანება, რომელიც აქვს, ვერ დადგინდება სასახლეში მიიღო ნახატმა, თუ მისვლამდე დაზიანდა.
- კონსტანტინე ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ ის ბრალდებები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან ჟღერდება, მიჩვეულები არიან.
- მისივე თქმით, პრეზიდენტმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ ეს ნამუშევრები საქართველოს საჩუქრად გადმოსცემოდა, მიმღების მხარე კი ხელოვნების მუზეუმი იყო.
- რაც შეეხება ნახატების დაბრუნების ვადებს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რადგან მუზეუმთან ურთიერთობის ხანგრძლივი მემორანდუმი აქვთ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები