რას ამბობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ანტიდასავლური მოძრაობის კანონპროექტზე

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
PACE-მ საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი უცხოურ გავლენებზე ხალხის ძალის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი დააინიციირა.
- კანონით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", შეიქმნება "უცხოური გავლენის აგენტების" რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- მმართველი გუნდიდან ამ ინიციატივას არავინ გამიჯვნია და პირიქით, ითქვა, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა" ნამდვილად არსებობს.
დეტალები: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.
- "ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება", — ნათქვამია PACE-ის განცხადებაში.
ხალხის ძალა ქართული ოცნებისგან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატებისგან შედგება.
- ისინი სისტემატურად ესხმიან თავს მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დასავლურ ინსტიტუტებს და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებენ.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები