დემოკრატიის ინდექსი პარლამენტს მოუწოდებს, არ განიხილოს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი

ფოტო: პარლამენტი
632
წაკითხვა
9
გაზიარება
მათი განცხადებით, კანონპროექტი წინააღმდეგობაშია როგორც ევროპულ, ისე საერთაშორისო სამართალთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ანტიდასავლურმა მოძრაობამ, ხალხის ძალამ "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი შეიმუშავა.
- მოძრაობაში სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი", სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
- მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა, საბოლოოდ, კი თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
- გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
- მმართველი გუნდიდან ამ ინიციატივას არავინ გამიჯვნია. პირიქით, ითქვა, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა" ნამდვილად არსებობს.
დეტალები: დემოკრატიის ინდექსი — საქართველო პარლამენტის ბიუროს მოუწოდებს, უარი თქვას ანტიდასავლური მოძრაობის ინიციატივის განხილვაზე.
- "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების შევიწროებაა — მათი შერაცხვა "უცხო ქვეყნის აგენტებად", საზოგადოების ხმის ჩახშობა და მმართველ ხელისუფლებაზე სამოქალაქო კონტროლის საგრძნობლად შეზღუდვა", — ნათქვამია განცხადებაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები