6 მარტს რუსული კანონის განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

ფოტო: ელენე ზაქაშვილი / On.ge
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პარლამენტის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაგეგმილია ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ანტიდასავლური მოძრაობის ინიცირებული კანონპროექტების განხილვა.
- კომიტეტი 09:30 საათზე დაიწყება — პარალელურად გაიმართება აქცია პარლამენტთან.
- პარლამენტში განმარტავენ, რომ შეზღუდვების "მიზანია" პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
"არა რუსულ კანონს": პარლამენტში დაინიცირებულ რუსულ კანონს არაერთი კერძო პირი თუ ორგანიზაცია აპროტესტებს.
- საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, ასევე ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ დააყენებს.
- კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
- პარლამენტში ამ საკითხზე მსჯელობას აპროტესტებენ საუნივერსიტეტო, სათეატრო, კულტურის და მრავალი სხვა სფეროს წარმომადგენლები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები