ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა — რა თქვეს
დებატები დღეს, 14 მარტს გაიმართა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირმა საქართველოს მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიანიჭა — მისცა პერსპექტივა და 12 პუნქტიანი გეგმა.
- ევროპარლამენტარებმა განცხადებები გააკეთეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება.
- განცხადებები გაკეთდა რუსულ კანონთან დაკავშირებით და არაერთმა ევროპარლამენტარმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
- ისაუბრეს მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაზეც.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, აფასებენ იმ ნაბიჯებს რომელიც უკვე გადაიდგა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი ქმედების განხორციელება — "საქართველომ უნდა განახორციელოს ქმედებები, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი".
- აცხადებს, რომ ყველაზე მნისვნელოვანი ამოცანა, რომელიც ახლა ქვეყნის წინაშე დგას, ესაა 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება.
- ვარჰეის თქმით, ითხოვენ, რომ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
სვენ მიქსერი ამბობს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია საქართველოს საზოგადოების მიმართ და ისინი ყოველთვის დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს.
- მან შემაშფოთებელი უწოდა აგენტების შესახებ კანონს — "მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გამოიწვიეს, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის". [მთავარი არხის სინქრონული თარგმანი]
პეტრას აუსტრევიჩუსმა ქართველ ხალხს "უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტის ჩაგდება მიულოცა.
- "სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ დადგა და წინააღმდეგობა გაუწია ამ კანონს, რომელიც პირდაპირ შეუთავსებლობაშია ქვეყნის ევროპულ მომავალთან";
- " ძალიან მომწონს, რომ ევროკავშირის დროშები ფრიალებს საქართველოს დედაქალაქში და მჯერა, რომ ქართველი ხალხი და მათი საღი აზრი, ევროპული მისწრაფება გაიმარჯვებს".
- სააკაშვილზე საუბრისას კი თქვა, რომ ევროკავშირი არასდროს წაახალისებს ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ რევანშს.
ვიოლა ფონ კრამონის შეფასებით, საქართველოს მთავრობა, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას.
- "შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით, ძალადობა არის ფუჭი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის";
- "საქართველოს კანონმდებლობა არის წმინდა და ადამიანები უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველო იქცეს ევროკავშირის ნაწილად, მაგრამ როგორც ნახეთ, მთავრობამ დააყენა ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ, თუმცა, ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას". [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
რაინჰარდ ბუტიკოფერის განცხადებით, ქართული ოცნება იქცა ქართულ კოშმარად — თქვა ისიც, რომ ხელისუფლება აღარ მისდევს ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ გზას.
- "უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ზომები, იმის გარდა, რაც უკვე იქნა განხილული, შევიმუშაოთ სხვადასხვა პირობები, სანქციები და უნდა ვიბრძოლოთ სააკაშვილის გასათავისუფლებლადაც". [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
ანა ფოტიგამ დააფიქსირა საკუთარი აღფრთოვანებას ამ ადამიანების სიმამაცისადმი, რომლებმაც ღიად გააპროტესტეს უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტი.
- როგორც ფოტიგა ამბობს, სააკაშვილი პუტინის ტყვეა და მისი პატიმრობა აუარესებს ევროპულ გზას.
მარინა კალიურანდმა ისაუბრა, რომ ევროპარლამენტარები ქართველი ხალხის გვერდით დგანან.
- "ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, გვახსოვს ისიც, რამდენი ადამიანი დაიღუპა. ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენულობას და ტერიტორიულ მთლიანობას";
- " შეტყობინება ქართველი პოლიტიკოსებისადმიც საკმაოდ ცალსახაა — უკრაინის ომმა გახსნა შესაძლებლობათა ფანჯარა ქართველი ხალხისათვის".
მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, აქვს შთაბეჭდილება, რომ რაც არ უნდა გააკეთონ პრემიერმინისტრი ან მთავრობის სხვა წარმომადგენლები პერსონალურად ესხმიან მათ თავს და ადანაშაულებენ სხვადასხვა აქტივობაში.
- "მინდა მთავრობას შევახსენო ერთი რამ — ჩვენ არ ვართ აქ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ, თქვენ თქვენი ნებით მოაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თქვენ გსურთ სტატუსი მიიღოთ, აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დაგვიახლოვდეთ, მაგრამ ყოველი ნაბიჯის შემდგომ, დგამთ რამდენიმე ნაბიჯს უკან. მოდი აირჩიეთ, ან ჩვენ აღარ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დადგეთ ჩვენს გვერდით". [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
ანდრიუს კუბილიუსი აღნიშნავს, რომ საქართველოსი არსებობს არაერთი პრობლემა, რომელთა შორისაც მან ბიძინა ივანიშვილი დაასახელა.
- "ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია";
- "ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, განცხადება: "ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში", რაც არის პროპაგანდა, ეს არის არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა". [ფორმულას სინქრონული თარგმანი]
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები