სერგეენკო განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს და პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს
ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების მოქმედმა დეპუტატმა TV პირველთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ქართული ოცნებისგან ფორმალურად წასული, ანტიდასავლური ძალის მიერ ინიცირებული რუსული კანონი.
- კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის, დავით სერგეენკომ.
- საერთაშორისო კრიტიკის, მასობრივი პროტესტის, აქციების დაშლის და დარბევის შემდეგ, 10 მარტს პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.
- დღეს, 18 მარტს ქართულმა ოცნებამ ბორჯომში, სამუშაო შეხვედრაზე გადაღებული კადრები გაავრცელა, რომლებშიც სერგეენკო და კიდევ რამდენიმე დეპუტატი და მინისტრი არ ჩანს.
დეტალები: ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პარტიიდან რამდენიმე დეპუტატი წასვლას გეგმავს, ნაწილს კი წინააღმდეგობის გამო გაუშვებენ — ხოლო სერგეენკო ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც ქართული ოცნებიდან მიდიან.
- ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დადის პარლამენტში და მიდის თუ არა ოცნებიდან, სერგეენკო პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ მალე იქნება შეჯერებული განცხადება და ურჩევნია, წინასწარ პოზიცია არ გამოხატოს.
-
"მე მართლა კარგად მესმის თქვენი ინტერესი რომ ამ პროცესებში ჩახედული იყოთ, მაგრამ მეც ვალდებული ვარ გარკვეული წესები დავიცვა და წინასწარ არ დავიწყო გარკვეული მოვლენების შეფასება", — ამბობს ის.
-
აქვე პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს და ხაზს უსვამს, რომ "რაც არ უნდა მოხდეს" ეს ბოლო მოწვევის პარლამენტია რომელშიც იქნება.
-
"მირჩევნია ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა ბოლო მოწვევაა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ", — უთხრა მან ჟურნალისტს, შემდეგ კი თქვა, რომ ქართული ოცნების ოპოზიციაში ყოფნას არ აპირებს.
-
კითხვაზე, რა გეგმები აქვს და რას აპირებს, ამბობს, რომ დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება პარტიის შეჯერებული პოზიცია.
-
"საბოლოო ჯამში ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, ვფიქრობ, პროფესიას დავუბრუნდები", — ამბობს ის, რითიც მიანიშნებს, რომ პარტიიდან მისი წასვლა განიხილება.
- კიდევ ერთი მინიშნება იყო, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, რას სთავაზობენ მას დარჩენის სანაცვლოდ, სერგეენკომ კი თქვა, რომ საუბარი არ არის იმაზე, რომ დაითანხმონ, არამედ შეჯერებულ გადაწყვეტილებაზე.
რუსულ კანონზე საუბრისას აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება და ვალდებულება თავისი პოზიცია გამოხატოს.
- კითხვაზე, რატომ იყო მიუღებელი რუსული კანონი და რატომ არ მივიდა კენჭისყრაზე, ასე პასუხობს: "ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს. მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს ამის კომპეტენცია. მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ეს იყო ალბათ გადაწყვეტილების საფუძველი".
- განმარტავს, რომ მის გადაწყვეტილებაზე საპროტესტო აქციებს არ მოუხდენია გავლენა, რადგან აქციები ჯერ ძალაში არ იყო შესული, როცა კენჭისყრა ჩატარდა.
- ხოლო კითხვაზე, რას ფიქრობს აქციების დაშლაზე ასე პასუხობს: "ჩემი ბუნებით და პროფესიით, ყოველთვის ნეგატიურად ვუყურებ იმას, როცა ადამიანი დაზიანებას იღებს".
- ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, როგორ გაიგო მან, რომ კანონს გაიწვევდნენ.
- "მესიჯბოქსი, მე... ჯგუფში ხომ გვაქვს კომუნიკაცია და ნუ მედიიდანაც, რა თქმა უნდა. შიდა კომუნიკაციის თემებია და მართლა არ მინდა, რომ ამაში ჩავღრმავდე", — ამბობს ის.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები