აგათა კრისტის რომანებიდან "შეურაცხმყოფელი ენის" შემცველი მონაკვეთები ამოიღეს
დეტექტივების ყველაზე პოპულარული ავტორის, აგათა კრისტის, რომანების ახალ გამოცემებში რიგი ცვლილებები შევიდა. ნაწარმოებებიდან ამოიღეს მონაკვეთები, რომლებიც "შეურაცხმყოფელ ენას" შეიძლება შეიცავდეს. HarperCollins-ის გამოცემებში რედაქტირებას განსაკუთრებით ის ნაწილები დაექვემდებარა, სადაც კრისტის პროტაგონისტები სხვა პერსონაჟებს ბრიტანეთს გარეთ ხვდებიან და ხაზგასმულია მათი ეთნიკური კუთვნილება.
სახელგანთქმული ერკიულ პუაროსა და მის მარპლის შესახებ წიგნები 1920 წლიდან 1976 წლამდეა დაწერილი. ამდენად, თანამედროვე მკითხველისათვის პრობლემური ტერმინი ან დამოკიდებულება მაშინ, შესაძლოა, ნორმაც ყოფილიყო.
მაგალითისთვის, გაზეთ The Telegraph-ის ცნობით, შეიცვალა მონაკვეთი 1937 წელს გამოცემულ რომანში სიკვდილი ნილოსზე, სადაც ერთ-ერთი პერსონაჟი, მისის ალერტონი, ჯავრობს, რომ ბავშვები აწუხებენ: "მოდიან და მიყურებენ, მაშტერდებიან, მათი თვალები, უბრალოდ, ამაზრზენია, ისევე, როგორც მათი ცხვირები. არ მგონია, რომ ბავშვები მიყვარს საერთოდ".
აღნიშნული წინადადება ახალ გამოცემაში შემოკლდა: "მოდიან და მიყურებენ, მაშტერდებიან. არ მგონია, რომ ბავშვები მიყვარს საერთოდ".
ასევე, 1964 წლის წიგნში კარიბის ზღვის საიდუმლოება ამოღებულია მოყვარული დეტექტივის მიერ სასტუმროს თანამშრომელზე გაფიქრებული ფრაზა, "რა ლამაზი თეთრი კბილები აქვს".
სხვათა შორის, აგათა კრისტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დეტექტივს, 1939 წელს გამოცემულ რომანს და აღარავინ დარჩა, თავდაპირველად სხვაგვარი სათაური ჰქონდა, სადაც შავკანიანი ადამიანების მისამართით გამოყენებული რასისტული ტერმინი ფიგურირებდა. აღნიშნული სათაურით ეს წიგნი ბოლოს 1977 წელს დაიბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ კრისტი პირველი ავტორი არაა, რომლის ნაწარმოებებშიც "სენსიტიური შინაარსის" შემცველი ტექსტები შეიცვალა. რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯეიმს ბონდის წიგნების ახალი გამოცემებიდან "რასისტულ მონაკვეთებს" ამოიღებდნენ. სენსიტიური მონაკვეთები და შეურაცხმყოფელი ტერმინები ცოტა ხნის წინ ამოიღეს როალდ დალის საბავშვო რომანებიდანაც. თუმცა, მას შემდეგ, რაც შესწორებული ტექსტის გამოცემა ბევრმა გააკრიტიკა (მათ შორის, სალმან რუშდიმ), გადაწყდა, რომ ორგვარი ვერსია დაიბეჭდება — ორიგინალური და დარედაქტირებული.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები