რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმერ კარა-მურზა 2022 წლის 11 აპრილს დააკავეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მედიის განცხადებით, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მას ჰქონდა CNN-თან ინტერვიუ და რუსეთის მთავრობას "მკვლელების რეჟიმი" უწოდა.

  • BBC-ის ცნობით, პოლიტიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი რუსეთის უკრაინაში შეჭრას აკრიტიკებდა.
  • იგი დამნაშავედ ცნეს ღალატში, რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და არასასურველ ორგანიზაციასთან კავშირში.
  • პოლიტიკოსმა ყველა ბრალდება უარყო.
  • მედიის ცნობით, კარა-მურზა უკანასკნელია პუტინის რამდენიმე ოპონენტიდან, რომელიც დააკავეს ან იძულებული გახდა, რუსეთი დაეტოვებინა.

დეტალები: BBC-ი წერს, რომ გასულ კვირას კარა-მურზამ თქვა, რომ ყველა მის სიტყვას იწერდა და არათუ ნანობს, არამედ ამაყობს ამით.

  • "მე ვიცი, რომ დადგება დღე, როდესაც სიბნელე შთანთქავს ჩვენს ქვეყანას,ჩვენი საზოგადოება გაახელს თვალებს და შეკრთება, როცა გაიგებს, რა დანაშაული ჩაიდინეს მისი სახელით", — თქვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
  • მედიის ცნობით, კარა-მურზას 25-წლიანი სასჯელი იყო პროკურორების მიერ მოთხოვნილი მაქსიმალური სასჯელი და არის ყველაზე გრძელი სასჯელი, რომელიც ოპოზიციონერმა მოღვაწემ მიიღო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
  • BBC-ის ცნობით, მოსამართლეს მხოლოდ წუთები დასჭირდა თავისი საქმის განსახილველად — ზოგჯერ განაჩენის გამოტანას და განაჩენის გამოცხადებას რუსეთის სასამართლოში შესაძლოა, დიდი დრო დასჭირდეს.
  • მოსამართლემ თქვა, რომ ბატონი კარა-მურზა სასჯელს მოიხდი მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში და დაჯარიმდება 400,000 რუბლით (4,900 აშშ დოლარით).
  • მედიის ინფორმაციით, მკაცრი სასჯელი იმის ნიშანია, რომ დღევანდელ რუსეთში ხელისუფლებას აქვს გადაწყვეტილი არა მხოლოდ გააჩუმოს კრიტიკოსები, არამედ გაანეიტრალოს ყველა, ვინც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
  • როგორც BBC ამბობს, მათ სასამართლო დარბაზში შესვლის უფლება არ მისცეს — რუსული სახელმწიფო მედიის მხოლოდ რამდენიმე ჟურნალისტს მიეცა წვდომა ბრალდებულის დედასთან და ადვოკატთან სასაუბროდ.
  • ადვოკატ მარია ეისმონის თქმით, კარა-მურზამ უთხრა, რომ ახლა მისი თვითშეფასება გაიზარდა, რადგან მიხვდა, რომ ყველაფერს სწორად აკეთებდა.