Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

ფოტო: მთავრობის სხდომა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშალა.
- სოციალური ქსელის თანახმად, ყალბი ანგარიშების გამოყენებით პროსამთავრობო ნარატივის პოპულარიზებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
- ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ქსელი 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებდა, რათა მთავრობის მხარდასაჭერი კონტენტი გაევრცელებინა, მათ შორის, ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო მედიების პოსტების გაზიარებით.
- ყალბი ანგარიშები დაკავებული იყო ოპოზიციის კრიტიკით, განსაკუთრებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს.
- "მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის მიღმა მყოფი ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ თავიანთი ვინაობა და კოორდინაცია, ჩვენმა გამოძიებამ იპოვა კავშირი მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან", — ვკითხულობთ ანგარიშში.
დეტალები: Facebook-ის მონაცემებით, ყალბი ანგარიშებიდან კონტენტის რეკლამირებაში, დაახლოებით, 33 500 დოლარი დაიხარჯა.
- მსგავსი ქსელი, საქართველოს გარდა, გამოვლინდა ვენესუელაში, ირანში, ჩინეთში, აშშ-ში, ბურკინა ფასოსა და ტოგოში.
- On.ge ცდილობს, დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდეს.
წარსულიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Facebook მმართველ გუნდთან დაკავშირებულ გვერდებს შლის.
- 2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა თავისი ძირითადი პლატფორმიდან წაშალა, ჯამში, 396 გვერდი და ჯგუფი, რომლებიც შემჩნეულნი იყვნენ პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური პოსტების გავრცელებაში.
- გვერდები ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.
- 2020 წელს სოციალური ქსელის გიგანტმა წაშალა "ოცნებასთან" აფილირებულ კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში, რომლებიც აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას ემსახურებოდნენ.
- ამავე წელს წაიშალა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 80 გვერდი, 23 ანგარიში და 41 ჯგუფი, ასევე, პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტროლების ქსელი.
- 2021 წელს ფეისბუქმა ქართულ მარშთან დაკავშირებული 24 გვერდი, 12 ჯგუფი და 34 ანგარიში წაშალა.
- 2022 წელს კი სოციალური ქსელიდან წაიშალა ძალადობრივ და პრორუსულ ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა.
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები