რა ვიცით საქართველოში ლავროვის ნათესავების ქეიფზე
19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.
- მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელსაც ლავროვასთვის თაიგული უნდა მიეტანა.
- სასტუმროს წარმომადგენელი ჟურნალისტს პასუხობს, რომ ყვავილები სწორად მიაქვთ.
- არსებული ინფორმაციით, სტუმრების ნაწილი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.
გარდა ამისა, ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნაზე ინფორმაცია გაავრცელა ელენე ხოშტარიამაც.
- "[საქართველოშია] თავის მეუღლესთან ერთად, რომლის ძმის ქორწილიც გადაიხადეს თბილისში და ახლა წაბრძანდნენ ყვარელში და ახაშენში", — თქვა მან.
- ასევე, ყვარლის ეკოკლუბის დამფუძნებელმა, ნიკა გურინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყვარლის ტბის ტერიტორია დაიკეტა.
- გურინის თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მიზეზად "მაღალი რანგის სტუმრები" დაუსახელა.
- "დღეს ვცადე ხვალისთვის ტბაზე რესტორნის დაჯავშნა, სადაც განმიმარტეს, რომ შემდეგი 2 დღე მთელი სასტუმრო დაკეტილია. რუსეთის უკანა ეზოდ გვაქციეს ამ ნაძირლებმა", — დაწერა მან.
- On.ge-მ ყვარლის ტბის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
მოგვიანებით, Kvareli Lake Resort-მა განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ლავროვის შვილი მათთან იმყოფება.
- სასტუმროს ადმინისტრაცია მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
- "ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა", — ნათქვამია განცხადებაში.
- ლავროვას სტუმრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს სასტუმრო ახაშენიც.
- "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს", — დაწერეს მათ, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ქმრის გვარს ატარებს.
კონტექსტი: 10 მაისს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა.
- დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავი, სანქცირებული აზიმუტი დაეშვა.
- ფრენების წინააღმდეგ აეროპორტში გამართული აქცია აქტივისტების დაკავებით დასრულდა.
- რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები მოქალაქეებმა საღამოს, პარლამენტთანაც გააპროტესტეს.
არქივიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებულ მოქალაქეებსა და კრემლის პროპაგანდისტებს მასპინძლობს.
- 2021 წლის აპრილში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ქართველების პროტესტი მოჰყვა.
- სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა.
- მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მას საქართველო დაეტოვებინა.
- პროტესტის მიუხედავად, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ, თუმცა მოგვიანებით მაინც მოუწიათ, ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.
-
გადახედვაკობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად კობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად
-
გადახედვა"შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს" — რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა 26 მაისის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას "შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს" — რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა 26 მაისის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას
-
გადახედვაპრეზიდენტი: არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან პრეზიდენტი: არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მისი დაარსებიდან
-
გადახედვააშშ-ის საელჩო: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! აშშ კვლავ რჩება თქვენი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად აშშ-ის საელჩო: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! აშშ კვლავ რჩება თქვენი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად
-
გადახედვარატომ გაქრა ციდან ასობით მასიური ვარსკვლავი — შესაძლოა, მეცნიერებს პასუხი ჰქონდეთ რატომ გაქრა ციდან ასობით მასიური ვარსკვლავი — შესაძლოა, მეცნიერებს პასუხი ჰქონდეთ
-
გადახედვააღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები შეიძლება იყოს აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები შეიძლება იყოს
-
გადახედვაისტორიაში პირველად, ასტრონომებმა სამყაროს უძველესი გალაქტიკების დაბადება დააფიქსირეს ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა სამყაროს უძველესი გალაქტიკების დაბადება დააფიქსირეს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან (მეორე ნაწილი) კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან (მეორე ნაწილი)
-
გადახედვაგირჩი ქართული ოცნების დეპუტატებს: გთავაზობთ გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, ჩამოვაყალიბოთ კოალიციური მთავრობა გირჩი ქართული ოცნების დეპუტატებს: გთავაზობთ გამოხვიდეთ უმრავლესობიდან, ჩამოვაყალიბოთ კოალიციური მთავრობა
-
გადახედვამალე პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — როდის ჩამწკრივდება ცაზე 6 პლანეტა მალე პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — როდის ჩამწკრივდება ცაზე 6 პლანეტა
-
გადახედვარამდენად ხშირად ნადირობდნენ ქალები პრეისტორიულ სამყაროში — ახალი კვლევა რამდენად ხშირად ნადირობდნენ ქალები პრეისტორიულ სამყაროში — ახალი კვლევა
-
-
-
-
გადახედვაNeuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა Neuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა
-
-
გადახედვამაისში ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა — ომბუდსმენი მთავრობას მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს მაისში ფემიციდის 4 შემთხვევა მოხდა — ომბუდსმენი მთავრობას მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაBeetlejuice 2-ში ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარა დაბრუნდებიან — ტრეილერი Beetlejuice 2-ში ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარა დაბრუნდებიან — ტრეილერი
-
გადახედვა"ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, თავისუფლების, ევროპული მომავლის დაცვის საქმეში" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, თავისუფლების, ევროპული მომავლის დაცვის საქმეში" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაქართული ოცნება ამბობს, რომ ბლინკენის განცხადება შანტაჟია და სანქციები ამერიკას უფრო დააზიანებს ქართული ოცნება ამბობს, რომ ბლინკენის განცხადება შანტაჟია და სანქციები ამერიკას უფრო დააზიანებს
-
გადახედვანეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს
კომენტარები