რა ვიცით საქართველოში ლავროვის ნათესავების ქეიფზე

ფოტო: Ed Bailey/AP/NTB
19 მაისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის წევრები საქართველოში ჩამოვიდნენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლავროვის სიძის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი კახეთში ქორწილს იხდის. ამას მისი ინსტაგრამ პოსტები ადასტურებს.
- სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს, რომ წყვილმა ხელი თბილისში მოაწერა, რის შემდეგაც წვეულება რესტორანში გამართეს, თუმცა რთულია იდენტიფიცირება, სად.
- მთავარი არხის ჟურნალისტი Kvareli Lake Resort-ს ტელეფონით დაუკავშირდა და ყვავილების მაღაზიის წარმომადგენლად გაეცნო, რომელსაც ლავროვასთვის თაიგული უნდა მიეტანა.
- სასტუმროს წარმომადგენელი ჟურნალისტს პასუხობს, რომ ყვავილები სწორად მიაქვთ.
- არსებული ინფორმაციით, სტუმრების ნაწილი Akhasheni Wine Resort & Spa-შიც განთავსდება.
გარდა ამისა, ლავროვის შვილის საქართველოში ყოფნაზე ინფორმაცია გაავრცელა ელენე ხოშტარიამაც.
- "[საქართველოშია] თავის მეუღლესთან ერთად, რომლის ძმის ქორწილიც გადაიხადეს თბილისში და ახლა წაბრძანდნენ ყვარელში და ახაშენში", — თქვა მან.
- ასევე, ყვარლის ეკოკლუბის დამფუძნებელმა, ნიკა გურინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყვარლის ტბის ტერიტორია დაიკეტა.
- გურინის თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციამ მიზეზად "მაღალი რანგის სტუმრები" დაუსახელა.
- "დღეს ვცადე ხვალისთვის ტბაზე რესტორნის დაჯავშნა, სადაც განმიმარტეს, რომ შემდეგი 2 დღე მთელი სასტუმრო დაკეტილია. რუსეთის უკანა ეზოდ გვაქციეს ამ ნაძირლებმა", — დაწერა მან.
- On.ge-მ ყვარლის ტბის ადმინისტრაციასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
მოგვიანებით, Kvareli Lake Resort-მა განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ლავროვის შვილი მათთან იმყოფება.
- სასტუმროს ადმინისტრაცია მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
- "ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა ყვარლის ტბაზე არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა", — ნათქვამია განცხადებაში.
- ლავროვას სტუმრობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილსა და მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს სასტუმრო ახაშენიც.
- "ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს", — დაწერეს მათ, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი ქმრის გვარს ატარებს.
კონტექსტი: 10 მაისს, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაუქმდა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები აღდგა.
- დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რუსული თვითმფრინავი, სანქცირებული აზიმუტი დაეშვა.
- ფრენების წინააღმდეგ აეროპორტში გამართული აქცია აქტივისტების დაკავებით დასრულდა.
- რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები მოქალაქეებმა საღამოს, პარლამენტთანაც გააპროტესტეს.
არქივიდან: ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებულ მოქალაქეებსა და კრემლის პროპაგანდისტებს მასპინძლობს.
- 2021 წლის აპრილში რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს ქართველების პროტესტი მოჰყვა.
- სასტუმროსთან, სადაც პოზნერი სტუმრებთან ერთად ე.წ. კომენდანტის საათის დროს ქეიფობდა, საპროტესტო აქცია გაიმართა.
- მოქალაქეები ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ პოზნერის ქვეყანაში შემოშვების გამო და მოითხოვდნენ, რომ მას საქართველო დაეტოვებინა.
- პროტესტის მიუხედავად, პოზნერი და მისი თანმხლები პირები ქეიფს აგრძელებდნენ, თუმცა მოგვიანებით მაინც მოუწიათ, ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დაეტოვებინა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები