შსს თავის მართლებას ცდილობს და უსაფრთხოების ვერდაცვას გაშლილ სივრცეს და ხალხის რაოდენობას აბრალებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რა მოხდა: ალტინფოს დაორგანიზებული ჰომოფობიური, ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფები სასულიერო პირებთან ერთად დღეს ვაჟა ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით თბილისი პრაიდის საფესტივალო ტერიტორიაზე ავიდნენ.
- ისინი დაუფარავად აჟღერებდნენ დანაშაულებრივ მოწოდებებს და ამბობდნენ, რომ დახურულ ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიების ჩაშლას აპირებდნენ.
- გზაშიც და საფესტივალო ტერიტორიასთანაც მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფები ლისის ტბამდე დაუბრკოლებლად ავიდნენ.
- ამის შემდეგ მათ არაერთხელ გაარღვიეს პოლიციის კორდონი — მედიების კადრებში ჩანდა, რომ რამდენიმე მათგანი ტერიტორიიდან გაარიდეს, ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე.
- ადგილზე სპეცრაზმიც გამოჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად მოძალადეები წინ მიიწევდნენ და საბოლოოდ, საფესტივალო ტერიტორიამდე მივიდნენ.
თბილისი პრაიდის გუნდს ტერიტორიის დატოვება მოუწია. მათი განცხადებით, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა და სამარშრუტო ტაქსებით ევაკუაცია განხორციელდა.
- ორგანიზატორებმა მოუწოდეს ფესტივალის სტუმრებს, აღარ ავიდნენ ტერიტორიაზე, რადგან იქ ყოფნა უსაფრთხო არ არის.
- მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის.
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ადგილზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ დიდიდან მობილიზებული იყო ყველა საჭირო დანაყოფი, ვისაც ჰქონდა შესაბამისი უფლებამოსილება.
- "თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების. ჩვენ გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ტერიტორიაზე იყვნენ, უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ", — განაცხადა დარახველიძემ.
- მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები, რომ არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე.
- ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ გადაკეტეს გზები და არ მიიღეს შესაბამისი პრევენციული ზომები, მან არ უპასუხა.
- კითხვაზე, მარტის აქციაზე რომ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ ახლა, როცა წინასწარ იცოდნენ რა მზადდებოდა, მან ასე უპასუხა:
- "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის ამ ლოკაციაზე, რაც შეიძლება ყოფილიყო დაცვისთვის. თუმცა მოგეხსენებათ, რომ შეუძლებელია 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი ყველა აქციაზე. განსაკუთრებით ისეთ პერიოდში, როცა საუბარია გაშლილ ტერიტორიაზე. ჩვენ ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ხედავთ, რომ მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეებისა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული".
- დარახველიძემ არ უპასუხა არც იმ კითხვას, რატომ არ გამოიყენეს წყლის ჭავლის მანქანა, რომელიც ტერიტორიაზე ჰყავდათ აყვანილი.
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები