რაში ადანაშაულებს კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის ცენტრს და რას პასუხობენ ისინი
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: იანვარში გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრმა გელათის შესახებ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა.
- წერდნენ, რომ მწირი კვლევითი და საანგარიშო დოკუმენტაციით წარმართული ფიზიკური სამუშაოები ცხადად აჩვენებდა, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის მართვის ხარისხი თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებისგან შორსაა.
- წულუკიანის უწყებაში თავიანთ დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ცენტრის დასკვნა დაიწუნეს და განცხადებით მალევე გამოეხმაურნენ.
- უწყებაში ცენტრი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ დოკუმენტი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია.
- მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრს კვლევა საპატრიარქომ დაუკვეთა.
- გარდა ამისა, 2 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის საბჭომ კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივლა.
- საიას განცხადებით, სამინისტრომ უარი თქვა, ცენტრის დირექტორად სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული თამარ ბელაშვილის კანდიდატურა დაემტკიცებინა და ხელახალი კონკურსის დანიშვნა მოითხოვა.
რა ხდება ახლა: 19 აგვისტოს კულტურის სამინისტრომ ჩუბინაშვილის ცენტრის აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა.
- მათი მტკიცებით, შედეგები მოწმობს, რომ კვლევითი ცენტრი მრავალი წელია, მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე იმართება და ამ მხრივ, სისტემური პრობლემები აქვს.
- სამინისტროში ამბობენ, რომ მასალები შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირების მიზნით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა.
- "მოცემული აუდიტორული დასკვნა სამინისტროს მიერ, ასევე, წარდგენილ იქნა სასამართლოში, სადაც კვლევითი ცენტრი სამინისტროს სხვადასხვა უსაფუძვლო არგუმენტით უჩივის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- წულუკიანის უწყებაში ამბობენ, რომ ცენტრის სამეცნიერო საბჭო 11 წევრისაგან შედგებოდა, რაც კანონთან შეუსაბამო იყო.
- "კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე".
- მათივე თქმით, ასევე, გამოვლინდა ცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების კანონშეუსაბამო, არაეკონომიური და არაეფექტური ხარჯვის შემთხვევები.
- "უფრო მეტიც, ერთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ საკვალიფიკაციო პირობებთან შეუსაბამობის გამო, ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა. ამის ნაცვლად, ცენტრმა პრეტენდენტი გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად და ამგვარად, კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
- წერენ, რომ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი.
- ირწმუნებიან, რომ ცენტრი არ იცავდა საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესს.
რას პასუხობს ჩუბინაშვილის ცენტრი: მათი თქმით, კულტურის სამინისტროს განცხადება მრავალ შეცდომას და იურიდიულად გაუმართავ უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს, რომელთა მიზანიც ცენტრის შეურაცხყოფა და დისკრედიტაციაა.
- "დასანანია, რომ სამინისტრო ასეთი უკადრისი მეთოდებით ებრძვის მასზე დაქვემდებარებულ კვლევით ცენტრს, რომლის მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია და მტკიცე მოქალაქეობრივი პოზიცია კარგად არის ცნობილი ჩვენი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც", — აცხადებენ ისინი.
- კვლევით ცენტრში ამბობენ, რომ საზოგადოებას დეტალურ დასაბუთებულ პასუხს სამინისტროს ბრალდებებზე უახლოეს დღეებში გააცნობენ.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები