რა მოხდა "სახელმწიფო გადატრიალების" საქმეზე ამჯერად
რატომ არის მნიშვნელოვანი: 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, თითქოს "გარკვეული ჯგუფი", რომლებიც ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ მოქმედებს, დესტაბილიზაციას, არეულობას და ტერორისტულ აქტს გეგმავს, რომლის მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა.
- უწყებამ ისაუბრა ბარიკადების და კარვების ქალაქის მოწყობის გეგმაზე, შესაძლო აფეთქებაზე და ევრომაიდნის სცენარის განვითარების მცდელობაზე.
- სუს ამტკიცებდა, რომ "დესტრუქციული პროცესების" დაწყების თარიღებად მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდია შერჩეული, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.
- ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უწყება მსგავსი შინაარსის განცხადებას ავრცელებს და აქამდე კონკრეტული შედეგების ან გამოძიების შემდგომი განვითარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
- უწყებას ამჯერადაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ბრიფინგზე განცხადების წაკითხვით შემოიფარგლა.
- არასამთავრობო სექტორი ამას საზოგადოებაში შიშის დათესვის მცდელობად აფასებს და საინფორმაციო მანიპულირებას ადარებს, რაც ავტორიტეტული საზოგადოებისთვის არის დამახასიათებელი.
ვის დაასახელა სუს-მა ორგანიზატორებად: უწყებამ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი, მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი დაადანაშაულა.
- ამავდროულად, განაცხადეს, რომ "აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით", რითიც სავარაუდოდ უკრაინაზე მიანიშნა, რადგან ყველა ხსენებული პირი ამჟამად უკრაინაში იმყოფება.
- მათივე მტკიცებით, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და "დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი", რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.
- სუს ამბობდა იმასაც, თითქოს რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია კანვასი, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია სერბული ორგანიზაცია ოტპორი.
რა უპასუხე დადანაშაულებულებმა: ქართველი ლეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს პირდაპირ ნაკარნახევია რუსეთიდან და დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან.
- "როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს", — უთხრა მან ფორმულას.
- მიხეილ ბარუტინმა TV პირველთან თქვა, რომ მამუკა მამულაშვილი უკრაინაში ერთხელ ნახა, შარშან და ისიც შემთხვევით გადაიკვეთენ.
- მისივე თქმით, გიორგი ლორთქიფანიძეც რამდენიმე თვის წინ შემთხვევით ნახა.
- ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორმა, გიორგი მელაძემ დაწერა, რომ არანაირ გადატრიალებას არ გეგმავენ და ამ განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინებაა.
რა მოხდა ახლა: სუს-ში სერბეთის მოქალაქეები გამოჰკითხეს. CANVAS-ის დირექტორმა, გიორგი მელაძემ განაცხადა, რომ ისინი სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილების მქონე ადამიანები იყვნენ და საქართველოში ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდნენ, როცა უწყებამ გამოკითხვაზე დაიბარა.
- მათ გაუთქმელობის განცხადებას მოაწერეს ხელი, ამიტომ დამატებითი დეტალები უცნობია.
- "გამოძიების ფარგლებში გაფრთხილებული ვარ საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. ვგულისხმობ შინაარს, კითხვებს. ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია, ეს არის ჩემი შეფასება, რომ ეს არის აბსურდული საქმე, რიგ შემთხვევებში ძალიან სასაცილო კითხვები დაისვა და რომ მქონდეს ამის საშუალება, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას ძალიან ცხადად დაინახავდა", — განაცხადა იურისტმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ჰარი პოტერის 10 შთამაგონებელი ფრაზა ბრძოლის და წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება სარეკლამო კომპანია ლიმონის ხელმძღვანელი დაკავებულია — გიორგი ოკმელაშვილს 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
-
-
გადახედვაჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი ჯოზეფ ბორელი: საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო 9 ნაბიჯის შესრულების დათქმით… მოვუწოდებთ, გააუქმონ კანონი
კომენტარები