დამატებითი დეტალები — აშშ-ის ელჩმა განაცხადა, როგორ აფრთხილებდნენ კრემლს მოსალოდნელ ტერაქტზე
რა ხდება: ლინ ტრეისიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში, კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის პრინციპული პოზიცია სხვა ქვეყნებისთვის ტერორისტული საფრთხეების შესახებ შეტყობინების საკითხთან დაკავშირებით.
- "აშშ ცალსახად გმობს ტერორიზმს, მისი ნებისმიერი ფორმით," — განაცხადა მან — "ტერორიზმთან ბრძოლის ჩვენი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ გაფრთხილების პოლიტიკა გვაქვს, რაც გულისხმობს, გავუზიაროთ ინფორმაცია, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის არსებობის შესახებ."
დეტალები: ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გაფრთხილების პოლიტიკა ტერორისტული საფრთხეების შესახებ, მიემართება არა მხოლოდ მოკავშირეებს, არამედ იმ ქვეყნებსაც, ვისთანაც შესაძლოა, შეერთებულ შტატებს ღრმა უთანხმოება ჰქონდეს, და რუსეთი, მათ შორის არის.
- ელჩის, ლინ ტრეისის განცხადებაში ხაზგასმულია გარემოება, რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა "დაამახინჯეს" აშშ-ის მიერ მიწოდებული ცნობები მოსალოდნელი ტერორისტული საფრთხის შესახებ.
ლინ ტრეისი: "სამწუხაროდ, რუსეთის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა დაამახინჯა და საჯაროდ უარყო იმ ინფორმაციის სარგებლიანობა, რომელიც აშშ-ს მთავრობამ მიაწოდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს ამ თვის დასაწყისში, ისლამური სახელმწიფოს საფრთხეების შესახებ."
ამასთან, ამერიკელი დიპლომატის თქმით,
- ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის მიწოდებული წერილობითი ინფორმაცია იყო კონკრეტული, დროული და სანდო;
- ამერიკის შეერთებული შტატები ბევრი წლის განმავლობაში უზიარებდა რუსეთის ხელისუფლებას საფრთხის შესახებ ინფორმაციას და გააგრძელებს სამომავლოდაც;
- ამერიკული მხარე ასევე გააგრძელებს დახმარებას მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში.
კონტექსტი: რუსეთში, მოსკოვში, კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში ტერაქტი 2024 წლის 22 მარტს მოხდა.
- რამდენიმე საათშივე, მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. მეტი
- ტერაქტიდან მეორე დღეს, 23 მარტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში თქვეს, რომ მოსკოვი ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს, რომ ისლამური სახელმწიფო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ინფორმაციას "პროვოკაციული" უწოდა.
ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები
რა ვერსიას ავრცელებს პუტინი: 22 მარტიდან დღემდე მან უკვე ორჯერ სცადა ტერაქტის უკრაინასთან დაკავშირება.
- თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ გაკეთებული პირველი განცხადებისას თქვა, რომ ტერორისტები უკრაინისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს, სადაც, თითქოს, უკრაინულმა მხარემ მათ საზღვრის გადაკვეთისთვის "ფანჯარა" მოუმზადა.
- მორიგ განცხადებაში კი თქვა, რომ აუცილებელია პასუხის გაცემა კითხვაზე — "რატომ ცდილობდნენ ტერორისტები დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა მათ იქ".
- პუტინის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა "რადიკალური ისლამისტების ხელით", შეერთებული შტატები ცდილობს, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, რომ "სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი მოსკოვის ტერაქტში, რომ სისხლიანი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ისლამის მიმდევრების მიერ".
კიევის პასუხი პუტინს: უკრაინა უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას მოსკოვში მომხდარ ტერაქტში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა, პუტინის ვარაუდებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტს "ავადმყოფი და ცინიკური არსება" უწოდა.
- "პუტინისთვის ყველა ტერორისტია, საკუთარი თავის გარდა, თუმცა, თავადვეა ის, ვინც უკვე ორი ათწლეულია, ტერორით იკვებება", — განაცხადა ზელენსკიმ.
გაიგე მეტი: რუსეთში ტერაქტის საქმეზე 4 პირს ბრალი წაუყენეს — ოთხივე მათგანი ნაწამებია
ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
გამოცემა ბლუმბერგი, კრემლთან კავშირების მქონე ოთხ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო წრეში მიიჩნევენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტში უკრაინის მონაწილეობის შესახებ.
- მოსაზრების, რომ თითქოს, თავდასხმის მიღმა უკრაინა დგას, რუსეთში თითქმის არავის სჯერა, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე, ბიზნეს ელიტაში, ამბობენ ჟურნალისტების თანამოსაუბრეები.
- ბლუმბერგის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პუტინთან შეხვედრებისას ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ მომხდარი ტერაქტის უკრაინასთან კავშირი არ არსებობდა. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი კვლავ განზრახ ცდილობს, გამოიყენოს ტრაგედია რუსების გაერთიანების მცდელობისთვის, უკრაინასთან ომის კონტექსტში, წერს გამოცემა.
- სტატიაზე მომუშავე ჟურნალისტების წყაროები ირწმუნებიან, რომ კრემლის ოფიციალური პირები "შოკირებული იყვნენ" რუსეთის სადაზვერვო სამსახურების წარუმატებლობით, თავიდან აერიდებინათ კროკუს სითი ჰოლზე თავდასხმა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 139 ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 182.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
გადახედვაგია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ გია ხუხაშვილი: რუბიკონი გადალახულია, ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ
-
-
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვალაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას ლაშა ფარულავა: საქართველოს არ მიატოვებს აშშ და ცხადია, მოითხოვენ ივანიშვილის პარტიისგან ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიულ განვითარებას
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები