პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
რა ხდება: რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი საქართველოში რუსული კანონის მიღების საჭიროებას სახელმწიფოს საგარეო გავლენისგან დაცვის აუცილებლობით ხსნის.
- ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როგორ რეაგირებს კრემლი იმის თაობაზე, რომ საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს "რუსულს" უწოდებენ, პესკოვმა ასე უპასუხა:
"ამ კანონპროექტს რუსული არ უნდა ეწოდოს", — თქვა მან და გაიმეორა კრემლისთვის ჩვეული რიტორიკა, რომ, თითქოს, კანონპროექტი ამერიკული FARA-ს ანალოგია. სწორედ ამავე არგუმენტს მიმართავენ ქართულ ოცნებაში რუსული კანონის დასაცავად.
პესკოვი: "ეს არანაირად არ არის რუსული, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა სახელმწიფოების დიდი ნაწილისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან თავი გარე გავლენისგან, საგარეო გავლენისგან საშინაო პოლიტიკაზე".
ასევე წაიკითხეთ: მედვედევი კანონპროექტს იწონებს და ამბობს, რომ აქციების უკან არის "ჰოლივუდის ხელი"
სტრიქონებს შორის: 2012 წელს, ამ კანონის მიღების დროს, ვლადიმერ პუტინი, ისევე, როგორც საქართველოში ქართული ოცნება, სწორედ 1938 წელს მიღებულ ამერიკულ კანონს იშველიებდა. შედეგად, კანონის მიღებიდან მალევე, რუსეთში "უცხო აგენტად" ასობით ორგანიზაცია და ადამიანია დასახელებული, და მათი დიდი ნაწილი დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, და რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირები არიან.
- 2022 წლის პირველ დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა კანონით გააფართოვა "უცხო აგენტის" განმარტება ისე, რომ აგენტად ცნეს თითქმის ყველა, ვინც ეწევა სამოქალაქო აქტივიზმს, ან სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების პრინციპებით. [მეტი]
რედაქციისგან:
- რა განასხვავებს "ოცნების" რუსულ კანონს საფრანგეთისა და ევროკავშირის კანონპროექტებისგან "უცხოური გავლენის შესახებ"
- რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
ამასთან, პესკოვი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხში ანტირუსული განწყობები "გარედან არის ჩანერგილი": "„ის, რომ ისინი ცდილობენ გამოიყენონ ეს შიდაპოლიტიკური პროცესი ანტირუსული სენტიმენტების პროვოცირებისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოდან მოდიოდეს. ალბათ, გარედან მოდის, რაც მშვენივრად გვესმის. კარგი, ვნახოთ, რა მოხდება", — თქვა მან.
ფართო სურათში: კრემლის მსგავსად, ქართული ოცნება ისე საუბრობს ამერიკულ კანონზე FARA (უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი), რომ ადამიანებს არ ეუბნება მთავარს:
რა არის FARA:
- მარტივად — ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პროპაგანდის შესაჩერებლად მიღებული კანონი, რათა ნაცისტური იდეებისგან დაეცვა საზოგადოება და პოლიტიკა.
- კონტექსტი — იმ დროს, ნაცისტური გერმანია, ადოლფ ჰიტლერის ხელმძღვანელობით, აგრესიულად აფართოებდა საკუთარ გავლენას ევროპაში და არამხოლოდ; ნაცისტური რეჟიმი ცნობილი იყო თავისი დახვეწილი პროპაგანდისტული ტექნიკით, რომლის მიზანი იყო საკუთარი იდეოლოგიის გავრცელება და მხარდაჭერის მოპოვება საზღვარგარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ არ იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში 1941 წლის 7 დეკემბრამდე, ქვეყანაში მაინც არსებობდნენ ჯგუფები, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი ნაცისტური იდეოლოგიის მიმართ და მხარს უჭერდნენ ქვეყნის იზოლაციონისტურ პოლიტიკას.
მათგან ზოგი აქტიურად უწყობდა ხელს ნაცისტურ პროპაგანდას და ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ამერიკის საზოგადოებრივ აზრზე, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩართვის საწინააღმდეგოდ.
ამ იდეების ძირითადი ცენტრი შექმნა მოძრაობამ — ამერიკა უპირველეს ყოვლისა.
FARA-ს აღსრულებით კი, აშშ-ს მთავრობას ნაცისტური პროპაგანდისტული მცდელობების იდენტიფიცირება და წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო, ისევე, როგორც ჯაშუშობის აღკვეთა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა.
ამან ხელი შეუწყო ნაცისტების მხარდამჭერების გამოვლენას და ასევე, ჩაშალა მათი ძალისხმევა, შეერყიათ ამერიკული დემოკრატია ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციით.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ:
- 1938 წლიდან დღემდე, ეს კანონი ბევრჯერ შეიცვალა და დღევანდელი შინაარსით, მიმართულია იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სხვა, უცხო ქვეყნების დაფინანსებით ამერიკაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირება სურთ და ამისთვის ინსტრუმენტად იყენებენ ლობისტურ საქმიანობას, ან ინფორმაციის, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.
- ასეთ შემთხვევაში კანონი აკისრებს ვალდებულებას, დარეგისტრირდნენ და განაცხადონ საკუთარი საქმიანობის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტში.
- ამერიკაში უცხოეთის აგენტებად არის ცნობილი ისეთი პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, როგორიცაა: რუსული Russia Today, ჩინური China Daily, იაპონური NHK. ამ დროს კი, რუსეთში უცხოეთის აგენტად არიან გამოცხადებული როგორც უცხოური, ასევე, ადგილობრივი დამოუკიდებელი გამოცემები, მათ შორის: დოჟდი, მედუზა, რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმა, ბელინგქეთი, დოიჩე ველე, ინსაიდერი.
-
გადახედვაFDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
-
-
გადახედვარომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება რომელ ცხოველს შეუძლია სუნთქვის ყველაზე დიდხანს შეკავება
-
გადახედვაროგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი როგორი იქნება ავადობის გლობალური სტატისტიკა 2050 წლისთვის — პროგნოზი
-
-
გადახედვაშტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში შტორმის ნიშნები ჩანს, შტორმი კი არა — უჩვეულო ფენომენი დედამიწის მაგნიტოსფეროში
-
გადახედვაკარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები
-
-
გადახედვაის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე ის აუცილებლად გადაგვასწრებს და ეს მხოლოდ დროის საკითხია — "ხელოვნური ინტელექტის ნათლია" AI-ზე
-
გადახედვააივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა აივ ინფექციის ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა
-
-
-
-
გადახედვა"ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ "ამერიკელი პოლიტიკოსები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ" — ოცნების განცხადება კონგრესმენის კანონპროექტის შესახებ
-
გადახედვანახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები ნახეთ: როგორ გამოიყურება მარსის კოლოსალური კრატერები
-
გადახედვასტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა სტუდენტების მარში "თავისუფალი ხელოვნებისთვის", კულტურის სამინისტროსთან მსვლელობით დასრულდა
-
გადახედვადავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ დავით ქაცარავა: ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი — მოკალი, ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა, მგუდავდნენ
-
-
გადახედვაშსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ შსს-მ საზღვაო კონტეინერიდან ამოიღო 52 კგ კოკაინი, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა დააკავეს პირი, რომელიც საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი ზურაბ ჯაფარიძე: დამიბარეს გამოკითხვაზე, საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი პარლამენტის შტურმის ორგანიზატორი
კომენტარები