არჩილ გორდულაძე: ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება, დამატებითი გამოწვევაა

ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. ეს დამატებითი გამოწვევა და ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელება შეიძლება.
"ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ-მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოება ინფორმაციის დიდ ნაწილს ამ მედიებიდან იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ინტერესი დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს", — თქვა გორდულაძემ.
ოცნების დეპუტატის, მარიამ ლაშხის კითხვაზე, კანონპროექტი რამდენად თანხვედრასა და კავშირშია ბრიტანულ მოდელთან, გორდულაძემ უპასუხა, რომ "აქ ყველაფერი ბრიტანულია".
"მოდით, დავიწყებ იმით, რა არის აქ ბრიტანული. მე მინდა გითხრათ, რომ აქ ყველაფერი ბრიტანულია — ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე: როცა თვითრეგულირების მექანიზმი იქმნებოდა, როდესაც კომუნიკაციების კომისიის შესაბამისი აქტით, კოდექსით რეგულირდებოდა საკითხები, მაშინ ზუსტადაც რომ ბრიტანული მოდელი იქნა გათვალისწინებული", — თქვა გორდულაძემ.
დღეს, ოცნების პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
ოცნების ხელისუფლებას მაუწყებლობის შესახებ კანონში 2 ცვლილება შეაქვს: ერთი კრძალავს "უცხოური ძალისგან" მაუწყებლის დაფინანსებას, მეორე – მაუწყებელს განუსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს განუსაზღვრავს და კომუნიკაციების კომისიის როლს აფართოებს.
ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები რეგულაციებს არ ცვლის, რეგულაციის აღსრულების მექანიზმი იცვლება. ის, რაც აქამდე თვითრეგულირებული იყო, სახელმწიფოს ხელში გადადის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები