ზურაბ დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ გვიმსჯელია — ჭიდაობის ფედერაცია
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაში აცხადებენ, რომ თუკი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლიო ჭიდაობის წესდებას დაარღვევს და სხვა ქვეყნის ნაკრებში გადავა, სანქციას დააწესებს მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანება და არა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.
ფედერაცია უარყოფს, დათუნაშვილის ინფორმაციას, რომ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება ფედერაციამ არ მისცა. მათივე ცნობით, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დათუნაშვილის გაშვება-არგაშვების თემაზე არ უმსჯელია და არც მისთვის უცნობებია რამე.
გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების წესდება, რომ თუ ერთი ქვეყნის ნაკრების წევრი თვითნებურად გადაწყვეტს სხვა ქვეყნის ნაკრებში გადასვლას, ისჯება ორწლიანი დისკვალიფიკაციით.
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ ჭიდაობის ფედერაცია კარიერის დასრულებას აიძულებს. მისი თქმით, პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ ფედერაციისგან მიიღო პასუხი, რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მიეცემა:
"მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია... თითქმის 22 წელია ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე — იძულებული გამხადეს კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო".
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გეგა გეგეშიძეს ძალადობაში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს. თებერვლის დასაწყისში სპორტსმენმა განაცხადა, რომ არჩევანის წინაშე დგას ან კარიერა დაასრულოს, ან სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს. პრეზიდიუმის სხდომის შემდეგ დათუნაშვილმა თქვა, რომ გეგა გეგეშიძესთან შერიგება ურჩიეს და მისი ფედერაციიდან წასვლის შესახებ საუბარი არ ყოფილა. ფედერაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ზურაბ დათუნაშვილს ნაკრებიდან წასვლა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა სურს, რის უფლებასაც ვერ მისცემდნენ.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს, საღამოს დააკავეს. გეგეშიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 იანვარს იმსჯელა. მან ციხე 5 000 ლარის გადახდის შემდეგ დატოვა.
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები