მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ ნაწილობრივ გაიზიარა.

პროკურატურის მოითხოვდა ჯიბღაშვილმა 15 000 ლარიანი გირაო გადაეხადა და მანამდე პატიმრობაში დარჩენილიყო. დაცვის მხარემ კი აცხადებდა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლოს უნდა განესაზღვრა.

მოსამართლემ პროკურატურის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ჯიბღაშვილს გირაოს სახით 10 000 ლარი განესაზღვრა და თანხის შეტანამდე პატიმრობაში დარჩება. სასამართლოს მოთხოვნით მსახიობმა ნარკოლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს.

"მადლობა უფალს განსაცდელისთვის" — განაცხადა ჯიბღაშვილმა სხდომაზე და მედიას ობიექტური გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა.

ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ, 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.