ჯაღმაიძე: 17 მაისის კონცერტში არმონაწილეთა მიმართ აგრესიულ "სიწმინდის დამცველებს" ვხვდები
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც "ოჯახის სიწმინდის დღეს" დაგეგმილ კონცერტში არმონაწილე შემსრულებლების მიმართ აგრესიას გამოხატავენ.
"17 მაისს კონცერტში არმონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ "სიწმინდის დამცველებს". მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა", — წერს ჯაღმაიძე.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს ძალადობრივმა ჯგუფებმა, მათ შორის ანაფორით შემოსილმა პირებმა მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. ამის შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს ეს დღე "ოჯახის სიწმინდის დღედ" გამოაცხადა.
წელს ამ დღის აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიება იგეგმება, მათ შორისაა სამების საკათედრო ტაძრის გალავანთან გალა კონცერტი. ბროშურაზე "ჩვენი ოჯახი ჩვენი ღირსებაა" ვკითხულობთ, რომ 17 მაისს დაგეგმილ კონცერტზე იმღერებენ ნინო ქათამაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და სხვა შემსრულებლები. ასევე, იცეკვებს ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები.
მოგვიანებით გაირკვა, რომ კონცერტზე არ იმღერებენ ნინო ქათამაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ნიჟარაძე და ანსამბლი შვიდკაცა. რაც შეეხება ნაციონალურ ბალეტ სუხიშვილებს, მათი ინფორმაციით, კონცერტზე სტუდიის კურსდამთავრებული ბავშვები იცეკვებენ.
პირველ მაისს კონცერტის ორგანიზატორმა, მოძრაობა დავითიანნმა ღონისძიებასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა. მოძრაობა განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონცერტის მონაწილეთა შორის დასახელდნენ ის პიროვნებები, რომლებთანაც შეთანხმება ბოლომდე არ ჰქონდათ დასრულებული.
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს სახალხო დამცველის აპარატი: ვადგენთ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ვხვდებით აქციის მონაწილეებს
-
გადახედვაბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ ბორელი: კატეგორიულად ვგმობ საქართველოში მომხდარ ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
კომენტარები