ქართული ოცნების საერთაშორისო მდივანი, თამარ ჩუგოშვილი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას სექსისტურ განცხადებას ემიჯნება. ჩუგოშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ ფაცაციას განცხადება სექსისტურიც არის და შეურაცხმყოფელიც.

"ყოვლად მიუღებელია ჩემთვის ასეთი კომენტარი. წაშალა, როგორც ვიცი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ასეთ ბინძურ კომენტარებში გადავიდეს, მით უმეტეს რომ ქალები ხდებიან ასეთი კომენტარების ობიექტები. მეც გამომიცდია და ყოვლად მიუღებელია ჩემთვის", — თქვა ჩუგოშვილმა.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტსში მოიხსენია. თაზო ფაცაცია On.ge-სთან ადასტურებს, რომ ეს პოსტი ნამდვილად მან დაწერა. ფაცაცია ამბობს, რომ მისი ნათქვამი სექსისტური და შეურაცხმყოფელი არ არის.