პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიცია ხელისუფლებას სამი წინადადებით მიმართავს
გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამი წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყოს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კანონპროექტის შემუშავების პროცესში.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე მიმართა პარლამენტს 300 000 ხელმოწერით და მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის დარეგისტრირება მოსთხოვა. კანონპროექტი მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებას მოითხოვდა.
ახლა, როცა ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო და არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდება, ოპოზიცია მოუწოდებს უმრავლესობას დაარეგისტრიროს როგორც საკუთარი, ისე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.
მეორე მოთხოვნა საერთო სახალხო განხილვის კომისიას უკავშირდება. გაერთიანებული ოპოზიცის განცხადებით, უნდა შეიქმნას ფორმატი, რომელიც იქნება "იდეალური საშუალება დიალოგის საწარმოებლად".
"აღნიშნული კომისია უნდა იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი, ხელისუფლების წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საზოგადოება. კარგი იქნება, შევთავაზოთ იმ საპროტესტო ტალღის წარმომადგენლებსაც მონაწილეობის მიღება, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში", — განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მესამე, ოპოზიცია აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზადაა და გამოხატავს სურვილს, რომ მათი და უმრავლესობის წინადადება ერთ საკანონმდებლო პაკეტად აქციონ.
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს საკონსტიტუციო ინიციატივის —პროპორციული არჩევნები 2020-ის პრეზენტაცია პირველ ივლისს გაიმართება.
24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დააანონსა. ახალი წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში პარტიებისთვის ერთი მანდატის მისაღებად, შესაძლოა, დაახლოებით 0,67%-იანი ბარიერის გადალახვა იყოს საჭირო.
გაიგე მეტი:
- ბარიერის როლი პროპორციულ საარჩევნო სისტემაში
- როგორ აფასებენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ნულოვან ბარიერს
- როგორ შევქმნათ პოლიტიკური პარტია? — მოკლედ
- ვის რამდენი დეპუტატი ეყოლებოდა პარლამენტში, 2016 წლის არჩევნები პროპორციული წესით რომ ჩატარებულიყო
- რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა და რატომაა უკეთესი — მოკლედ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები