"გავრილოვის ღამე" რუსთავი 2-ის იარლიყია, გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში — ქუცნაშვილი
"გავრილოვის ღამე — ეს არის რუსთავი 2-ის იარლიყი, იმიტომ რომ გავრილოვი საერთოდ არ ყოფილა იმ ღამეს თბილისში, ის გაფრინდა შუადღეს, 5 საათსა და 30 წუთზე", — ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გამოცემა BM.GE-ს უთხრა.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს "თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს". მისივე თქმით, 20 ივნისს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე იყო.
"გავრილოვის ღამე დაარქვა ნიკა გვარამიამ [რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორი] და თქვენ მაგას იმეორებთ ანუ გვარამიას სტანდარტებით მელაპარაკებით. თუ ობიექტური ადამიანი ბრძანდებით, მოდით ჩემთან და დაგანახებთ, რომ ადგილი ჰქონდა პატრიოტიზმის თემით მანიპულირებას ძალაუფლების მოპოვების მცდელობით, ეს იყო და მეტი არაფერი", — უთხრა ქუცნაშვილმა BM.GE-ს ჟურნალისტს.
ჟურნალისტმა ქუცნაშვილს სთხოვა, შეეფასებინა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომა და იყო თუ არა ეს შეცდომა:
"ნიკა გვარამიას სტანდარტებით საუბრობთ, წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი? თუ რა არის ვერ გავიგე? თუ როდის გახდა წმინდანის სკამი - ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა მაშინ?... შენ გენაცვალე, რომ მოხვალ ჩემთან დაგიდებ სურათს, ვიმსჯელოთ თუ ობიექტური ადამიანი ხართ, დაგანახებთ. უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე... საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი, აი ასე იყო გაყალბებული ფაქტები".
20 ივნისის აქცია
19-22 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოვიდნენ. 20 ივნისს ორგანიზაციის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეის სესიის წაყვანისთვის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ასამბლეა შეწყდა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა სამოქალაქო სექტორშიც. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავეს ღამეს სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები