რუსთავი 2 რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ცვლილებები განცხადების მიღების მომენტიდან საათნახევარზე ნაკლებ დროში აისახა. ამ ეტაპისთვის არხის გენერალურ დირექტორად კვლავ ნიკა გვარამია წერია.

რეესტრის ეროვნული სააგენტოში განცხადება 13:56 საათზე დარეგისტრირდა ცვლილება კი 15:17 საათზე აისახა.

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

დღეს, 18 ივნისს რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. ამავე გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედების გამო 2017 წელს არხი ქიბარ ხალვაშმა ვერ გადაიფორმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხალვაშსს არხის გადაფორმება დღესვე შეუძლია, არხის დირექტორი კი ამბობს, რომ დიდ პალატაში დავის დასრულებამდე მეწილეების ცვლილება იქნება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა.