დაზიანებული ქვები, ორმოები და მტვერი — წინამძღვრი ყინწვისში მეტლახის დაგების მიზეზებზე
ყინწვისის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი ამბობს, რომ ადგილი, სადაც მეტლახი დააგეს დაზიანებული ქვები იყო, რომელიც ქმნიდა ორმოებსა და მტვერს. სწორედ ამით ხსნის წინამძღვარი ტაძარში უნებართვოდ დაწყებული სამუშაოების მიზეზს.
"არ მიგვიმართავს მათთვის [კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთვის] იქედან გამომდინარე, რომ არ წარმოადგენდა ისტორიული მემკვიდრეობის ნიმუშს. ეს იყო ძალიან ახლო, სადღაც 50 წლის უკან დაგებული, დაზიანებული ქვები, რომლებიც ორმოებს და მტვერს წარმოადგენდა და შეიცვალა. არც ჩაგვითვლია საჭიროდ, რომ ეს რაღაც ნიმუში იყო ისტორიული ძეგლის, რომელიც ზიანდებოდა და ფუჭდებოდა", — აღნიშნა წინამძღვარმა პირველ არხთან საუბრისას.
ყინწვისის ტაძრის წინამძღვარის მსგავსად არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჰგონია, რომ მონასტერში სასულიერო პირების მიერ მეტლახის უნებართვო დაგებით ისტორიული ძეგლი დაზიანდა.
სწორედ ამ არგუმენტით არ მიმართა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დასაწყებად. უწყების თანამშრომლებმა არ გამოიძახეს პოლიცია არც მაშინ, როცა სასულიერო პირებმა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს წარმომადგენლები არ შეუშვეს მონასტერში და უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.
გუშინ, 10 აგვისტოს Facebook-ზე ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ყინწვისის მამათა მონასტერში მარმარილოს მეტლახი დააგეს. საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის სააგენტო ყინწვისში მიმდინარე სამუშაოებს"თვითნებობასა" და "უკანონობას" უწოდებს. ისინი ამბობენ, რომ სცადეს ამ პროცესის შეჩერება, თუმცა სასულიერო პირებმა არ შეუშვეს.
პროკურატურის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყება მათი კომპეტენცია არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაშიც კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა მიმართოს, სხვა შემთხვევაში გამოძიება ვერ დაიწყება.
ისტორიული ფაქტები ყინწვისის მონასტერზე
ყინწვისის მონასტერი მე-12 საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა. საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება.
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია, რომელსაც მეუფე იობი განაგებს.
ყინწვისის მონასტერში მიმდინარე სამუშაოებზე სიუჟეტი რუსთავი 2-მაც მოამზადა. ტელევიზიის ცნობით, ყინწვისის მონასტერში სამუშაოები თვითნებურად მიმდინარეობს. ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ არც საპატრიარქოში და არც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში. როგორც ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, წინა კვირას სპეციალისტთა ჯგუფი ადგილზეც იყო ჩასული, თუმცა ტაძარში არ შეუშვეს.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
კომენტარები