სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ჩაიშალა. დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომმათ ქართული მხარისგან სოფელ ჩორჩანას საგუშაგოს აღება და პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვეს. შეხვედრა კი "ქართული მხარის მიერ კონსტრუქციულ დიალოგზე არწასვლის" გამო დატოვეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე ამბობს, რომ მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს. მისივე განცხადებით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენები

გუშინ, 28 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. ეს საკითხი დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე უნდა განეხილათ, თუმცა, სუს-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, ცხინვალის წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს.

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, ოსური მხარე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს და სოფელ წნელისთან განთავსებული საგუშაგოს ასაღებად დროს პარასკევს დილის 6 საათამდე აძლევს.

ამავე თემაზე: