გია ჟორჟოლიანისთვის "გავრილოვის ღამე" პარლამენტის შტურმით აღების ღამეა
ქართული ოცნების წევრი, გია ჟორჟოლიანისთვის 20 ივნისის "გავრილოვის ღამე" პარლამენტის შტურმით აღების ღამეა. მან ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავისის სახელი უნდა დაერქვას.
"სიტყვებს აქვთ მნიშვნელობა და თუ ჩვენ ამას წავუყრუებთ საზოგადოებაში დამკვიდრდება, ვითომ გავრილოვი არის საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ფიგურა ან ის ამბავი იყო მთავარი. არა, მთავარი იყო პარლამენტის შტურმი და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე", — აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.
გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს, საზოგადოებასა და მედიას მოუწოდა არ გამოიყენონ ეს სიტყვები. მისი განმარტებით, ეს სიტყვები ნაციონალური მოძრობის პიარის ნაწილია და მოვლენებს იმ რაკურსით აჩვენებს, რაც ერთ ჯგუფს აწყობს.
20 ივნისის აქცია და "გავრილოვის ღამე" დღეს, 3 სექტემბერს, ისევ აქტუალური გახდა. შს მინისტრი გიორგი გახარია უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მინისტრის, გადადგომას საზოგადოების ნაწილი 76 დღეა ითხოვს. რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია ამტკიცებდა, რომ პრემიერობა არ სურს. ასევე, ამბობდა, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანდა, ამიტომ გადადგომას არ აპირებდა, თუმცა დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ არის.
20 ივნისის აქცია
19-22 ივნისს ზაქარია ქუცნაშვილის ორგანიზებით თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა უნდა გამართულიყო, რომლის ფარგლებში რუსი დეპუტატები საქართველოში ჩამოვიდნენ. 20 ივნისს ორგანიზაციის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ასამბლეის სესიის წაყვანისთვის პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სავარძელზე დაჯდა. ეს ფაქტი გააპროტესტა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. თავდაპირველად, უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა თქვა, რომ "სადღაც რუსს რომ დავინახავთ, არ უნდა გავნადგურდეთ", მოგვიანებით კი განმარტა, რომ "თუ საჭიროა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს". ოპოზიციის პროტესტის შემდეგ ასამბლეა შეწყდა, ხოლო ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატის მანდატს დატოვებდა.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა სამოქალაქო სექტორშიც. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
20 ივნისის აქციის დაშლა ხელისუფლებამ გაფრთხილების გარეშე დაიწყო. ამ პროცესში დაშავდა მინიმუმ 240 ადამიანი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორ ადამიანს ამოაჭრეს თვალი. სპეცრაზმის თანამშრომლები დამიზნებით ესროდნენ მოქალაქეებს. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
კომენტარები