უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, ასევე, კონსტიტუციისა და სხვა შესაბამისობის დადგენის ხელშესაწყობად კომიტეტის სამუშაო ჯგუფი შექმნა. დღეს, 11 სექტემბრის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "ობიექტური მიზეზების გამო", სახალხო დამცველი პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პროცესში არ ჩართეს არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სასამართლოს მანკიერ მხარეზე წლებია საუბრობენ.
სამუშაო ჯგუფი 10 დღე იმუშავებს და 23 სექტემბერს დაიწყება თითოეული კანდიდატის ინდივიდუალური მოსმენა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამუშაო ჯგუფში ქართულ ოცნება წარმოდგენილი იქნება შვიდი წევრით (ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე, სოფო ქაცარავა და ნინო გოგუაძე), ევროპული საქართველო სამი წევრით, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი კი ჯგუფში თითო წევრით იქნებიან წარმოდგენილი.
ევროპულმა საქართველომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან მათი თქმით, ჯგუფში არ იქნება წარმოდგენილი არასამთავრობო სექტორი.
ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, ევროპული საქართველო მიიღებს სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.
ანრი ოხანაშვილის თქმით, განხილვის დროს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება დასვან მათთვის სასურველი შეკითხვები.
მისივე თქმით, კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დამოუკიდებელ დეპუტატთან და მათი კანდიდატურა ჯგუფს უახლოეს პერიოდში წარედგინება. ჯგუფის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ზარანდია და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში დაპირისპირების საგანი გახდა, სწორედ ამ მიზეზით დატოვა ქართული ოცნება ლევან გოგიჩაიშვილმა.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
კომენტარები