როცა რაგბის ყურება შენი სამუშაოს ნაწილია — როგორ გულშემატკივრობდნენ ნაკრებს თიბისიში
ამომავალი მზის ქვეყანაში შემოდგომის ყველაზე ცხელი ორი კვირა დადგა — რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. საქართვლოს ნაკრების "შინდისფერი დრაკონი" დღეს, 23 სექტემბერს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა. მსოფლიო თასზე ჩვენი პირველი მატჩი თბილისის დროით 14:15 წუთზე დაიწყო.
შეხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მოწინააღმდეგეებმა უპირატესობის მოპოვება პირველივე ტაიმში შეძლეს. ბრძოლის მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა ქულა ვერ აიღეს და პირველი ტაიმი ანგარიშით 29:0 დასრულდა. გულშემატკივარი ანგარიშს არ შეუშინებია, მეორე ტაიმში გუნდიც და ქომაგებიც უფრო მობილიზებულები იყვნენ.
"კარგი დაცვაა ძმებო, მიდით" — აგულიანებდნენ ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები. ტოიოტა სითიში სტადიონზე ყველას გასაგონად ისმოდა "საქართველო", "ლელო, ლელო", "მიდით ბიჭებოო" და გულშემატკივრების სხვა შეძახილები.
თამაშში ორი ლელოს დადება მოვახერხეთ, თუმცა პირველ შეხვედრაში 43-14 დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, სტადიონზე ბოლო საბრძოლო მომენტებამდე ისმოდა ქართული ფრაზები. ასეთ დაძაბულ წუთებში გულშემატკივრობას კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს. თიბისიმ კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოში დარჩენილებს, თუ იაპონიაში წასულებს თავი თამაშის მეთექვსმეტე მოთამაშედ ეგრძნოთ.
სანამ საქართველო-უელსი დაიწყებოდა — ბორჯღალოსნები ამომავალი მზის ქვეყანაში
ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ამომავალი მზის ქვეყანაში მზე რაგბის ბურთად "ამოვიდა", მთელმა მსოფლიომ გამოწვევა მიიღო. იაპონიის მსოფლიო ჩემპიონატზე "მზის მოტაცების" ამბავს ყველაზე ლამაზად თიბისის ანიმაცია გვიყვება. ამ ფერადმა, მრავალფეროვანმა და იაპონურ სტილში გაფორმებულმა ვიდეომ იმ ადამიანების დიდი მოწონებაც დაიმსახურა, ვინც რაგბის არ გულშემატკივრობს.
გულშემატკივრობა სამშობლოდან
მსოფლიო ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებს წინ კიდევ 3 უმნიშვნელოვანესი თამაში ელით. საგულშემატკივრო მუხტი ყველგან უნდა იგრძნობოდეს. ნაკრების მატჩის დღეებში, თიბისი ბანკის თანამშრომლები სათავო ოფისში მატჩის ყურებას შეძლებენ. ბანკში შესულ მომხმარებლებს კი თანამშრომლები ნაკრების მხარდამჭერი მაისურებით დახვდებიან.
თიბისის ბრენდის და კრეატიული პროექტების ხელმძღვანელი, კოკა ქამუშაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სარაგბო განწყობა და მუხტი თიბისის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნება.
"იაპონიაში ყველა თამაში სამუშაო დროს ემთხვევა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ფილიალი ისე მოვაწყოთ, რომ სარაგბო განწყობა იყოს. თავიდანვე, თანამშრომელი როცა შევა ბანკში ნახოს, რომ მთლიანად ფილიალში განწყობა იქნება საგულშემატკივრო და ამიტომ თანამშრომლებიც სპეციალურად ჩაცმულები იქნებიან. გარდა ამისა, თვითონ თანამშრომლებისთვისაც იქ სადაც საშუალებას გვაძლევს ოფისი მოეწყობა ზონები, სადაც შეძლებენ თამაშების ყურებას", — თქვა კოკა ქამუშაძემ.
თიბისიმ რაგბის მხარდამჭერი კამპანია მსოფლიო თასის თამაშებამდე ბევრად ადრე დაიწყო. ალბათ, ყველა ნამდვილ გულშემატკივარს უნდა საყვარელი მოთამაშის მაისური, ან ნაკრების წევრების ავტოგრაფიანი ბურთი, მსოფლიო თასზე ნაკრების მთლიანი ფორმა თუ სხვადასხვა ნივთი ჰქონდეს.
რაგბის ონლაინ მაღაზია
თიბისიმ 2017 წელს საქართველოში პირველად, ბორჯღალოსნებისთვის რაგბის ონლაინ-მაღაზია შექმნა. პროდუქცია მრავალფეროვანია: მაისურები, ჰუდები, ქუდები, ჩანთები, 2019 წლის მსოფლიოზე ნაკრების სათამაშო ფორმა, ბრენდირებული აქსესუარები. რაც მთავარია, აქ ნივთები თქვენი ოჯახის ნებისმიერი სქესისა და ასაკის წარმომადგენლისთვისაა. ასე რომ, ნაკრების ყველა თამაშს შეგიძლია მომზადებული შეხვდე და თავი გუნდის მეთექვსმეტე მოთამაშედ იგრძნო.
ქართველი მორაგბეების პორტრეტები ქუჩებში
21 აგვისტოს თბილისის ქუჩებში გამოსულ მოქალაქეებს ავტობუსის გაჩერებებზე მორაგბეების პორტრეტები დახვდათ. კამპანიის მიზანი მარტივი იყო: უკეთ გაგვეცნო მორაგბეები, რომლებიც მსოფლიოსთვის საქართველოს სახეებად იქცნენ. #შეერკინემსოფლიოს — ეს არის ჩვენი მესიჯი მსოფლიოსთვის.
7 იღბლიანი, რომელმაც იაპონიის საგზური მოიგო
ეს კიდევ ყველაფერი არ არის, 31 აგვისტოს თიბისი ბანკმა და მასტერქარდმა 7 იღბლიანი გამოავლინეს, რომლებიც იაპონიაში გაემგზავრნენ. მათი ნაწილი სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც დღევანდელ მატჩზე ბორჯღალოსნებს შეძახილებით და ტაშით ამხნევებდა.
ერთად შევერკინოთ მსოფლიოს, ბორჯღალოსნების თამაშების განრიგი ასეთია:
- 29 სექტემბერი - საქართველო-ურუგვაი;
- 3 ოქტომბერი - საქართველო-ფიჯი;
- 11 ოქტომბერი - საქართველო ავსტრალია.
ამომავალი მზის ქვეყანაში ბორჯღალოსნების თამაშები გრძელდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია არ დაგვავიწყდეს, რომ რაგბი ყველგან ჩვენი თამაშია და საქართველოს ნაკრებს ქუჩაში, სახლში თუ სამსახურში ერთად ვუგულშემატკივროთ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები