ვერ დავადგინეთ — გენერალური პროკურორის მოადგილე ბირჟა მაფიას წევრებისთვის ნარკოტიკის სავარაუდო ჩადებაზე
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, აცხადებს, რომ ბირჟა მაფიას წევრებისთვის ნარკოტიკის, სავარაუდო, ჩადების საქმეზე მტკიცებულებები არ აქვთ. ამით მან ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას კითხვას უპასუხა.
"ვერ დავადგინეთ, დადგენილი რომ იყოს, დაწყებული იქნებოდა დევნა", — ამბობს მამუკა ვასაძე. ის, ასევე, განმარტავს, რომ გამოძიება იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ არ შეიკრიბება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები.
ბირჟა მაფიას საქმე
პროექტ Birja Mafia-ს საქმე გასული წლის ივნისში დაიწყო. 2017 წლის 9 ივნისს ახალგაზრდული ვიდეო-ჟურნალის FlowFlow Magazine-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G დააკავეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia — Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია.
რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.
რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები იყო თბილისშიც და ქუთაისშიც, სახელწოდებით: "მეტი რაღა უნდა მოხდეს". აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან "ჩადების პრაქტიკასა" და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნეს.
2017 წლის 10 ივნისს თბილისში, თეთრი ხმაურის მოძრაობის ორგანიზებით გამართულ აქციაზე, დემონსტრანტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და მოგვიანებით, მსვლელობით, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
საპროტესტო აქციის დღეს რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება".
მომდევნო დღეს, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. მიზეზად განმარტავდნენ, რომ "ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან ".
12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გიორგი ქებურია გაათავისუფლა, მიშკა მგალობლიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
გაიგეთ მეტი: ბირჟა მაფიის საქმე.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
კომენტარები