სააკაშვილს არავინ უკრძალავდა ეკლესიაში წასვლას, მე და ბოკერია მაშინ ვაჩერებდით, როცა მღვდლებს ჯიპებს ჩუქნიდა — უგულავა
ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ფარისევლობა და ტყუილია. მისი თქმით, თუ საააკაშვილს სურვილი ქონდა მას არცერთი თანაგუნდელი არ უკრძალავდა ეკლესიაში სიარულს. მისივე თქმით, სააკაშვილი შეაჩერეს მაშინ, როცა მღვდლებისთვის ჯიპების ჩუქება დააპირა.
"მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა და ქართული სახელმწიფოს სეკულარობის უარყოფა, მაშინ ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან", — აცხადებს უგულავა.
გარდა ამისა, ამბობს, რომ სააკაშვილის რიტორიკა გავს ივანიშვილისა და ლევან ვასაძის პოპულისტურ რიტორიკას და მორწმუნეების გულის მოგებას ემსახურება. თუმცა, მისივე თქმით, ეს მორწმუნეების აბუჩად აგდება უფროა. ის სააკაშვილს ახსენებს მესამე მცნებას "არა მოიღო სახელი ღვთისა უფლისა შენისა ამაოსა ზედა" და ურჩევს გაითვალისწინოს.
"მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი შემოქმედი იყო ვარდების რევოლუციის და ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა ძალიან ბევრი რამე ცააკეთა, დაეცა, აი, ასეთ მარაზმამდე", — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სააკაშვილი იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ თავისი თავი უარყოს.
მანვე ისაუბრა რელიგიითა და ჯვრით მანიპულირების შემთხვევებზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის საქციელი მესამე ფარისევლობა იყო და მას წინ სალომე ზურაბიშვილი და ლევან ვასაძე უსწრებდა.
სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასაულობებისგან დისტანცირებაში".
"მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ", — განაცხადა სააკაშვილმა.
ნახეთ, როგორ გამოხმაურენ პოლიტიკოსები სააკაშვილს:
- მალე, ალბათ, ჩემი 9-წლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს — ბოკერია სააკაშვილზე
- სააკაშვილის განცხადებების გამო ნინო ლაპიაშვილმა ენმ-ს პოლიტსაბჭო და პარტია დატოვა
- მძიმე სანახავია, მოდერნული სახელმწიფოს ერთ-ერთი შემქმნელი შავრაზმელივით რომ ლაპარაკობს — რატიანი სააკაშვილზე
- ჩემს ადგილას რას დაწერდით ან რას იტყოდით? — ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე
- პატრიოტთა ალიანსისა და ასავალ-დასავლის ტყლაპოში თევზაობა სირცხვილია — გაბაშვილი სააკაშვილის განცხადებებზე
- საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, მეგობრებო? — სააკაშვილის პასუხი კრიტიკას
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
კომენტარები