სააკაშვილი შეუგნებლად ეხმარება ივანიშვილს — გიგა ბოკერია
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების შენარჩუნებაში უნებლიედ უწყობს ხელს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"უიმედობის დანერგვა არჩევნების მიმართ არის წამალი, რომ საპროტესტო ამომრჩევლის რაღაც ნაწილი მაინც დარჩეს სახლში. ვინც რადიკალურად არის განწყობილი, ის მოვა, ამიტომ შეიძლება მოეწონოს კიდეც, რომ რადიკალურად ამბობს [სააკაშვილი]", — განმარტა ბოკერიამ.
მისი თქმით, არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა საფრთხეების მომტანია ქვეყნისთვის.
"ოღონდ აქ ივანიშვილია დამნაშავე, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი წასულია. რამდენი სისულელეც არ უნდა თქვას, პასუხისმგებელი ივანიშვილია, რადგან ის უბიძგებს ქვეყანას რადიკალიზაციისკენ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გადავაჩეხინოთ ქვეყანა [ივანიშვილს] და მშვიდობიანად გავუშვათ არჩევნებით", — დასძინა ევროპული საქართველოს ლიდერმა.
მისი თქმით, სააკაშვილმა გასული არჩევნები მის ჩამოსასვლელად ჩატარებულ რეფერენდუმად აქცია და პოპულისტური გზავნილები გაავრცელა:
"ანუ ის გზავნილები გააჟღერა, რომელიც მერე უსინდისოდ გამოიყენა ივანიშვილის პროპაგანდამ ხალხის შესაშინებლად — უთხრეს, რომ არეულობა მოდის. მაშინაც შეუგნებლად დაეხმარა ქვეყნის მთავარ საფრთხეს — ივანიშვილს. ეს მოდის აქედან: "ან მე უნდა ვიყო, ან ქვა ქვაზე ნუ ყოფილა, იყოს მაშინ ივანიშვილი". ეს დამოკიდებულება არის უპატიებელი. პოლიტიკოსმა, რომელმაც ხალხს ვერ აპატია, რომ ვერ აირჩიეს, არ შეიძლება იყოს ის, ვინც ააშენებს ქვეყნის მომავალს".
სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ევროპული საქართველოს ლიდერ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავება აქვს, რადგან ჯვარს ატარებს. მან, ასევე, რელიგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა გიგა ბოკერიას ბრალს დასდო "ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასაულობებისგან დისტანცირებაში".
"მთელი ეს წლები განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისა და ფასეულობების მიმართ. ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ", — განაცხადა სააკაშვილმა.
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები