რაჭაში, ნამანევის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს "ჩართემ" ლეპტოპი და ინტერნეტთან წვდომა აჩუქა
On.ge-ს სტატიის გმირს, ნამანევის სკოლის ერთადერთ მოსწავლეს, ნინო მეტონიძეს საქველმოქმედო პროექტმა ჩართემ ლეპტოპი და ინტერნეტთან წვდომა აჩუქა. ინოვაციური პლატფორმა ინტერნეტით უზრუნველყოფაში სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს ეხმარება. ნინო, რომელიც რაჭის სოფელ თხმორში მცხოვრები ერთადერთი მოზარდია, გვიყვება, რომ საჩუქარზე არაფერი იცოდა, სანამ ფოსტამ არ ჩაუტანა:
"სახლში არავინ ვიყავით. მეზობელ სოფელში, შავრაში დახვდა ფოსტალიონს ჩვენი ახლობელი და მან ამოგვიტანა. სახლში რომ მივედი, დედამ მითხრა, მე ხელი არ მომიკიდია, მიდი და ნახე, რა არისო. ემოციებისგან ვიკივლე, ბინდი გადამეკრა. მეთქი, მე მეკუთვნის ეს კომპიუტერი, თუ რა ხდება?! კომპიუტერს წერილი მოყვა, სადაც ეწერა, რომ თუკი მეგაბაიტები გამომელეოდა, ისევ ჩარიცხავენ".
ნინო დედასთან ერთად ცხოვრობს. სკოლაში მეზობელ სოფელ ნამანევში, შვიდი კილომეტრის მოშორებით ფეხით დადის ხოლმე. დღეს უკვე იყენებს ინტერნეტს და ამბობს, რომ ამ ყველაფერმა მისი ცხოვრების წესი შეცვალა:
"საინფორმაციო წყაროდ ვიყენებ, გუგლში შევდივარ, ამბებს ვიგებ, On.ge-ზეც ვკითხულობ რაღაც-რაღაცებს. მაგალითად, ინგლისურის გაკვეთილი რომ არ ვიცი, ჩავწერ გუგლის საძიებო ველში და ამომიგდებს და იმის მიხედვით ვაკეთებ. კომპიუტერი მეხმარება, მარტოობაზე ძველი ჩაფიქრებები და ფიქრები გავატანო წარსულს, თუნდაც ფილმების ყურებით".
ცხოვრების შეცვლაში ნინოს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმიც დაეხმარა. რამდენიმე თვის წინ მათ რაჭველ მოსწავლეს სახლში უახლესი გამოცემებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოუწყვეს და პლანშეტი აჩუქეს.
Charte.ge სოციალური პროექტია, რომლის დახმარებით, ბენეფიციარებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტით უფასოდ ისარგებლონ და სპეციალური ონლაინ კურსები უფასოდ გაიარონ. მოსწავლეებისთვის ინტერნეტის ჩართვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საიტზე შესვლა და ბარათის მიბმაა საჭირო, რის შემდეგაც თანხას მარტივად გადარიცხავთ.
დღეს საქართველოში 78 000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. პროექტის აზრით, ინტერნეტთან წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა.
ჩართემ უკვე 357 მოსწავლეს მისცა კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა. პროექტს 709 ონლაინ დონორი ჰყავს, რომლებიც ყოველთვიურად აკეთებენ შემოწირულობას და აფინანსებენ ინტერნეტის გადასახადს და ლეპტოპების შეძენას.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები