კახა კალაძის ინფორმაციით, A კატეგორიის 11 000-მდე ტაქსია რეგისტრირებული
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დღეისთვის A კატეგორიის 11 ათასამდე ტაქსია რეგისტრირებული. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"პირველი დღეების განმავლობაში ნაკლები იყო და გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა, 2 000-მდე იყო, გასულ კვირას 8 000, დღეისთვის კი 11-ია", — თქვა მერმა.
მისი განცხადებით, მანქანის მწყობრში მოყვანის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია A კატეგორიაში დარეგისტრირება. ხოლო ვისაც არ სურს, კალაძის თქმით, შეუძლიათ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა.
კალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაქსის 9 ათასამდე მანათობელია გაცემული.
"მგონია, რომ საკმაოდ ლამაზია, მოუხდა ქალაქს და ასევე, მგზავრებისთვისაც საინტერესოა, მარტივად შეუძლიათ, განასხვავონ ტაქსი, რომელიც დაკავებულია და რომლის გაჩერების შესაძლებლობაც აქვთ", — აღნიშნა მან.
რაც შეეხება ჯარიმებს, კალაძის თქმით, პირველი ოქტომბრიდან სულ 2 000-მდე ტაქსის მძღოლია დაჯარიმებული, მათგან 700 რეფორმის ამოქმედების დღეს დაჯარიმდა. მისივე თქმით, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულებს ერთჯერადი ამნისტია შეეხოთ, ხოლო ვინც პირველი ოქტომბრის შემდეგ დაჯარიმდა, მათ თანხის გადახდა მოუწევთ.
პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა. თბილისის მერიის ახალი რეგულაციით, ტაქსის მომსახურებას კლიენტებს ვეღარ გაუწევენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება. ხოლო თუ კომპანიის ტაქსები მხოლოდ გამოძახების სერვისით მოემსახურებიან მგზავრებს, მაშინ მათზე თეთრად შეღებვის ვალდებულება არ გავრცელდება.
მერიის რეფორმებს ტაქსის მძღოლების აქციები მოჰყვა, ისინი ამბობდნენ, რომ თეთრად გადაღებვის შემთხვევაში ხარჯი მერიის მიერ გადაცემული ვაუჩერით სრულად ვერ იფარებოდა. გარდა ამისა, მათი განმარტებით, გადაღებილი მანქანის ფასი გადაუღებავთან შედარებით დაბალია. ამის შემდეგ მერიამ მძღოლებს გადაღების ნაცვლად ფირის გადაკვრა შესთავაზა.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები