თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაავალა, რომ ვარკეთილში ჩამონგრეული მეტროსადგურის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს მიაწოდოს. გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 6 ნოემბერს გამოაცხადა.

ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო გასული წლის 30 იანვარს 14 ადამიანი დაშავდა. სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მსგავსად, ამ ინფორმაცია თითქმის ორი წელი მალავს.

ჩამონგრეულ მეტროსადგურში შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხის დასადგენად On.ge თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან და თბილისის მერიისგან ექსპერტიზის დასკვნები გამოითხოვა. ამ დასკვნებში უნდა იყოს ასახული როგორი ხარისხის და რა ღირებულების მოცულობითი სამუშაოები შეასრულეს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა და რამდენად სწორად გადაიხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თანხა.

თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია სამუშაოების შესრულების შესახებ ექსპერტიზის დასკვნას არ გასცემს. მათ ჰგონიათ, რომ ეს ინფორმაცია საჯარო არ არის. ამ ინფორმაციის მისაღებად სასამართლოში დავა დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს. On.ge-ს სამართლებრივ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

ამავე თემაზე: