მდინარაძე არარელევანტურად მიიჩნევს ხუნდაძის იდეას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე არარელევანტურად მიიჩნევს თანაგუნდელი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის იდეას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ. მდინარაძის თქმით, მომხდარის ფონზე ამ საკითხის წამოწევა არასწორია და პარლამენტს ამ ცვლილების მიღების რესურსი არ აქვს.
"მითუმეტეს იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში ხდება. გასაგებია სპეკულაციური პროტესტის ერთი მხარე, ხალხის მოტყუება, რომ გერმანული მოდელი თურმე თავსებადია ჩვენი კონსტიტუციით. აქ არის პოლიტიკური და სამართლებრივი მარაზმი ერთ მხარეს, მაგრამ მეორე მხარეს, დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ მოდით გადავიდეთ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ფრანგულ მოდელზე და რომელიმე ამოვირჩიოთ და სრულიად მაჟორიტარული ახალი ქართული მოდელი შევქმნათ ესეც არა რელევანტურია", — განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ შიგნით რამდენიც არ უნდა იკამათონ, გუნდს მაინც არ ჩამოშლიან და "სახელმწიფოებრივად იაზროვნებენ", თუმცა განმარტავს, რომ უმრავლესობის უმრავლესობა ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
"ვიკამათებთ ამ თემაზე, მაგრამ მინდა კარგად ავხსნა, ვიღაცას შიში რომ არ გაუჩნდეს, რომ რაიმე ახალ მოდელზე გადასვლას ვაპირებთ. ტექნიკურ მხარეს განვმარტავ და ვიტყვი, რომ ჩვენ გვჭირდებოდა მათი, მაჟორიტარების მხარდაჭერა ანუ სრული კონსესუსი გუნდის შიგნით, რათა 113-ზე მეტი ხმა შეეგროვებინა პროექტს, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ. ახლა, ამ შემთხვევაში, ამ ინიციატივას ოპოზიცია ხმას არ მისცემს და თუ გუნდის შიგნით დაჭირდება მხარდაჭერა, მე და ჩემი ძალიან ბევრი კოლეგა, უმრავლესობის უმრავლესობა, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს".
ამავე თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს.
მოსაზრება ახალი სისტემის შესახებ ხუნდაძემ 19 ნოემბერს თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა, როცა თბილისში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნის გამო აქციები იმართებოდა. ხუნდაძეს ჰგონია, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამომრჩეველს დააბნევს, რადგან ვერ განსაზღვრავს, რა ავტორიტეტის ადამიანი დგას ამ პარტიის უკან. დეპუტატი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებაში "საამაყო არაფერია" და პირიქით, "სინანულს უნდა განვიცდიდეთ", რადგან სტრატეგიული შეცდომაა.
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები