სააკაშვილი ივანიშვილზე: ორუელი ტყუილად ხო არ ამოიღო? მთავარი ფრაზაა "დიდი ძმა გითვალთვალებს"
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა მთავარ აქცენტებში თვალთვალზე ისაუბრა, რა დროსაც ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილისთვის ნაჩუქარი ჯორჯ ორუელის წიგნი 1984 გაიხსენა:
"ორუელი ტყუილად ხომ არ ამოიღო? ორუელის მთავარი ფრაზა იყო "დიდი ძმა გითვალთვალებს შენ". დაგანახათ წიგნი და დაგანახათ კადრები ოჯახს როგორ უთვალთვალებენ. ერთადერთი ისაა, რომ არც ჩვენი ძმაა ბიძინა ივანიშვილი და არც დიდი. დიდი კი არა, ქონდრის კაცია", — განაცხადა სააკაშვილმა.
27 ნოემბერს ტელეკომპანია იმედზე წამყვანმა ნიკა ლალიაშვილმა ინტერვიუს დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ორუელის ეს ნაწარმოები აჩუქა. მაშინ ივანიშვილმა წიგნი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას დაუკავშირა.
"აი, გენიოსობა ორუელის არ გამოიხატება? მწერალი როგორ საუკუნეებს უძლებს. აი, გეგონება, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა ნაცებზე დაწერაო", — აღნიშნა ივანიშვილმა.
ჯორჯ ორუელის დისტოპიური რომანი 1984 არა საუკუნეების, არამედ 70 წლის წინ, 1949 წელს გამოქვეყნდა. ჯორჯ ორუელი წიგნში გვიყვება სამყაროზე, რომელშიც ყველაფერი პირიქითაა: ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. აქ არსებობს სიმართლის სამინისტრო, რომელიც წარსულში მომხდარ მოვლენებს ისე ასწორებს, როგორც პარტიას სურს. რომანში არ არსებობს ინდივიდის ფენომენი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია პარტიაზე და "დიდ ძმაზე", რომელიც ყველას უყურებს.
27 ნოემბერს ნიკა გვარამიამ გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც ასახულია, გვარამიას ცოლი და მცირეწლოვანი შვილი როგორ გადაადგილდებოდნენ მანქანით. გვარამიას თქმით, პროკურატურა მათ უთვალთვალებდა.
ეს ვიდეო პროკურატურის მიერ გვარამიას საქმეზე წარდგენილი ვიდეომტკიცებულებაა. როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ეს არ არის გვარამიას ოჯახზე თვალთვალის ვიდეო. მათივე მტკიცებით, ეს გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომელიც ადასტურებს, რომ სადაო ავტომობილით ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები