ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის, No Time to Die, პირველი ტრეილერი გამოვიდა. აგენტი 007-ის როლში კვლავ დენიელ კრეიგს ვხედავთ.

უშიშარმა გმირმა სამსახური დატოვა და იამაიკაზე გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა ბონდის სიმშვიდე მალევე სრულდება, როდესაც CIA-ის აგენტი და მისი მეგობარი ფელიქს ლეიტერი მას დახმარებას სთხოვს. 007-ის ახალი მისია გატაცებული მეცნიერის გათავისუფლებაა, რომელიც იმაზე საშიში აღმოჩნდება, ვიდრე მას წარმოედგინა. აგენტს იდუმალი მოპაექრე ჰყავს, რომელიც ახალ, უცხო და სახიფათო ტექნოლოგიას იყენებს.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ლეა სეიდუ, რემი მალეკი, ბენ ვიშოუ, ლაშანა ლინჩი, ანა დე არმასი და სხვები. საკულტო ფილმების შემდეგ 25-ე ნაწილის - No Time to Die - სცენარზე ფიბი უოლერ-ბრიჯმა იმუშავა.

ფილმის, სიკვდილის დრო არ არის, პრემიერა ინგლისის კინოთეატრებში 3 აპრილს, ხოლო ამერიკაში 8 აპრილს შედგება. ეს ბოლო ფილმია, რომელშიც კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს მოირგებს.